Home
Categories
EXPLORE
True Crime
Comedy
Business
Society & Culture
History
Sports
Health & Fitness
About Us
Contact Us
Copyright
© 2024 PodJoint
00:00 / 00:00
Sign in

or

Don't have an account?
Sign up
Forgot password
https://is1-ssl.mzstatic.com/image/thumb/Podcasts221/v4/52/c8/d0/52c8d0dc-5e4a-78a2-ff76-c0513fba5099/mza_4869948069609420241.jpg/600x600bb.jpg
პოლიგონი
64 Project
11 episodes
4 days ago
გამჭვირვალობის შესახებ კანონი ძალაში შევიდა და ის უკვე ახდენს გავლენას მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე. შეჩერებულია პროექტები და ვეღარც სახელმწიფო მუნიციპალიტეტები იღებენ გრანტებს დასავლეთიდან. იხურება ბევრი სამოქალაქო ორგანიზაცია სწორედ იმის გამო, რომ უარს ამბობენ დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის რეესტრში. პოდკასტების ამ სერიაში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვსაუბრობთ, რა პრობლემები შეუქმნა რუსულმა კანონმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რამაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს გზა დასავლეთისკენ. პოდკასტს უძღვება გიორგი გიორგაშვილი, ჟურნალისტი.
Show more...
Politics
News
RSS
All content for პოლიგონი is the property of 64 Project and is served directly from their servers with no modification, redirects, or rehosting. The podcast is not affiliated with or endorsed by Podjoint in any way.
გამჭვირვალობის შესახებ კანონი ძალაში შევიდა და ის უკვე ახდენს გავლენას მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე. შეჩერებულია პროექტები და ვეღარც სახელმწიფო მუნიციპალიტეტები იღებენ გრანტებს დასავლეთიდან. იხურება ბევრი სამოქალაქო ორგანიზაცია სწორედ იმის გამო, რომ უარს ამბობენ დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის რეესტრში. პოდკასტების ამ სერიაში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვსაუბრობთ, რა პრობლემები შეუქმნა რუსულმა კანონმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რამაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს გზა დასავლეთისკენ. პოდკასტს უძღვება გიორგი გიორგაშვილი, ჟურნალისტი.
Show more...
Politics
News
Episodes (11/11)
პოლიგონი
დებატები: თათია დვალი VS გურამ ნიკოლაშვილი

პროექტი 64-ის პოლიტიკური პოდკასტის, "პოლიგონის" პოლიტიკური დებატები სულ 5 რაუნდისგან შედგება – 3 ძირითადი სადისკუსიო საკითხი და 2 დამატებითი რაუნდი. ამ დებატების 3 ძირითადი საკითხია:დემოკრატია,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება,სოციალური სამართლიანობა. დამატებით რაუნდებში ოპონენტები ერთმანეთს მიმართავენ 1 შეკითხვით და ასევე, ორივე მათგანი პასუხობს აუდიტორიისგან შემოსულ კითხვებს. გადამოწმებული ფაქტები შესაბამისი თაიმკოდებით იხილეთ ამ დოკუმენტში: https://docs.google.com/document/d/1m...

Show more...
5 months ago
2 hours 36 minutes 13 seconds

პოლიგონი
დებატები: თამარ ჩერგოლეიშვილი VS იაგო ხვიჩია

პროექტი 64-ის პოლიტიკური პოდკასტის, "პოლიგონის" პოლიტიკური დებატები სულ 5 რაუნდისგან შედგება – 3 ძირითადი სადისკუსიო საკითხი და 2 დამატებითი რაუნდი. ამ დებატების 3 ძირითადი საკითხია:2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები; ხელისუფლების ცვლილების გეგმა; უწყვეტი საპროტესტო აქციები. დამატებით რაუნდებში ოპონენტები ერთმანეთს მიმართავენ 1 შეკითხვით და ასევე, ორივე მათგანი პასუხობს აუდიტორიისგან შემოსულ კითხვებს. გვინდა, "პოლიგონის" პოლიტიკური დებატები იყოს ადგილი საუბრისთვის, ერთმანეთის მოსმენისა და არგუმენტირებული პასუხებისთვის. ჩვენი მიზანია არა დისკუსიის სენსაციად ქცევა, არამედ – რეალური შინაარსების მიტანა აუდიტორიამდე.დამატებითი ფაქტები დებატებში მოყვანილ საკამათო საკითხებზე:☑️ 2023 წლის ნოემბერში თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი გახდა. მისი მიზანი იყო, პარტიასთან ერთად, მონაწილეობა მიეღო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მანამდე ჩერგოლეიშვილი "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერი იყო. თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ ეს პარტია დატოვეს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, 1-ელ აგვისტოს. ამის შემდეგ მათ "ფედერალისტები" დააარსეს, რომელიც პარტიად ოფიციალურად 2025 წლის 14 მარტს დარეგისტრირდა. ☑️ 2024 წლის იანვარ-ოქტომბერის მონაცემების თანახმად, "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროამ" 9,198,262 ლარის შემოწირულობა მიიღო; ხოლო გაერთიანებამ "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" – 9,760,829 ლარი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო "ქართულმა ოცნებამ", – 15,527,057 ლარი. პარტიების შემოწირულობების შესახებ განახლებები შეგიძლიათ ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე იხილოთ. ☑️ 2024 წლის სექტემბერში პროკურატურამ განაცხადა, რომ გახსნეს ქოლ-ცენტრების საქმე. უწყების ვერსიით, თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ევროპელი მოსახლეობისგან მიღებული, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.ქოლ-ცენტრებთან აკავშირებდა დავით კეზერაშვილს BBC-ის გამოძიებაც, თუმცა, კეზერაშვილმა ბრალდებები საჯაროდ უარყო და დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩივრით მიმართა. 2024 წლის 9 დეკემბერს მან გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმეზე დავა დასრულდა და BBC-მ საგამოძიებო მასალა მისი პლატფორმებიდან წაშალა. ☑️ სულხან მოლაშვილის საქმის დეტალები აქ: http://tbl.ge/5u7☑️ შალვა შავგულიძე იყო "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, თუმცა მან პარტია დატოვა 2020 წლის აგვისტოში და "ევროპულ საქართველოს" შეუერთდა. ის "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე იყო 2017 წლის თებერვლიდან. მანამდე ის საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.

Show more...
7 months ago
2 hours 16 minutes 23 seconds

პოლიგონი
მაკა ანთიძე

მაკა ანთიძემ, მრავალწლიანი ჟურნალისტური საქმიანობისას, ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი გააშუქა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. 1990-იან წლებში მუშაობდა მსოფლიოში ცნობილ გამოცემებთან, მათ შორის, სააგენტოებთან -  "Associated Press" და "Reuters". 2001 წლიდან ის "Reuters"-ის უფროსი კორესპონდენტი გახდა და ამ სააგენტოს კავკასიის ბიუროს 2020 წლამდე ხელმძღვანელობდა. ახლა, მაკა ანთიძე, დამოუკიდებელი ქართული მედიის, "პროექტი 64"-ის პოდკასტების სერიის - "პირადი საქმის" ავტორია. 

"პოლიგონის" პირველი სეზონი მასთან საუბრით დავასრულეთ. ვისაუბრეთ როგორც პოსტსაარჩევნო მოცემულობაზე, ასევე, მკითხველისთვის აქამდე უცნობ ისტორიებზეც, რომელიც ჟურნალისტს ახალი ამბების თითქმის 30-წლიანმა უწყვეტმა გაშუქებამ დაუტოვა.

"პოლიგონი" პროექტ 64-ის პოდკასტების სერიაა და მისი პირველი სეზონი მედიის წარმომადგენლებთან საუბარს დავუთმეთ, რომ მათთან ერთად გაგვეაზრებინა, რა მოცემულობის წინაშე აყენებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" მიერ მიღებული "რუსული კანონი" და პრესის მიმართ გამოხატული რეპრესიული მიდგომები. 

"პოლიგონი", მეორე სეზონში, ქართული პოლიტიკის აქტორებთან ისაუბრებს.  


Show more...
11 months ago
46 minutes 10 seconds

პოლიგონი
ინტერვიუ | ნინო დოლიძესთან, ISFED-ის აღმასრულებელ დირექტორთან

"პოლიგონის" საარჩევნო ეპიზოდში ნინო დოლიძეს ვესაუბრებით, "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) აღმასრულებელ დირექტორს. ის ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში საარჩევნო პროცესებს 1995 წლიდან აკვირდება. მასთან საუბრის მიზანია, ინტერვიუს ნახვის შემდეგ, ჩვენმა აუდიტორიამ ნათლად და კონკრეტული ფაქტების დასაბუთებით მიიღოს პასუხი კითხვაზე: რა იყო ის ძირითადი დარღვევები, რომელთა ერთობლიობითაც, შესაძლოა, ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავდეს ამომრჩევლის რეალურ ნებას.

Show more...
1 year ago
1 hour 1 minute 8 seconds

პოლიგონი
"ახალმა თაობამ ვიცით, რას ნიშნავს კარგი ქვეყანა" - მინდია გაბაძე

დამოუკიდებელი ონლაინგამოცემის, "პუბლიკას" ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს ვესაუბრებით "რუსული კანონის" გავლენით შექმნილ ანტიდემოკრატიული წინასაარჩევნო ფონზე და ასევე, იმ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის პროტესტზე, რომელთა ხმებს ხელისუფლება არ ისმენს. 


"ჟურნალისტიკას ყველაზე ბოლოს დავასახელებდი პრივილიგირებულ სფეროებს შორის, მაგრამ საზოგადოებისთვის ბევრის გაკეთება შეგვიძლია", - გვითხრა საუბრისას, როდესაც ვკითხეთ ჟურნალისტური საქმიანობის მისეულ აღქმაზე და იმაზე, თუ რისი მოტანა შეუძლია ერთი კონკრეტული ჟურნალისტის შრომას კონკრეტული მოქალაქისთვის.


Show more...
1 year ago
45 minutes 53 seconds

პოლიგონი
"დემოკრატიის დაღმასვლა სასამართლოდან დაიწყო" - მარიამ ნიკურაძე

2017 წელს, მარიამ ნიკურაძემ, დომინიკ ცაგარასთან ერთად, OC Media დააფუძნა. ეს გამოცემა დღემდე აერთიანებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ამბების გასაშუქებლად. OC Media-ს მასალები ოთხ ენაზე ვრცელდება გამოცემის პარტნიორი მედიების საშუალებით. ამ ჟურნალისტურ პროექტს, ქვეყანაში არსებული სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მსგავსად, საფრთხის წინაშე აყენებს პარტია "ქართული ოცნების" მიერ, გამჭვირვალობის საბაბით მიღებული "რუსული კანონი". ამ პოდკასტში ვსაუბრობთ, როგორ უარესდებოდა ბოლო წლებში საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა და როგორ იღებდა ხელისუფლების მიერ, სხვადასხვა პერიოდში გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები რეპრესიულ ფორმებს. ვისაუბრეთ ულტრა მემარჯვენეებზეც და იმაზეც, როგორ "მოპარა" მმართველმა პარტიამ მათ ულტრაკონსერვატიული ნარატივი.


უყურე აქ: https://www.youtube.com/watch?v=VPgZd5rnbSY

Show more...
1 year ago
48 minutes 13 seconds

პოლიგონი
"ქვეყანა, პრობლემები და უკეთესად ცხოვრების სურვილი გვაერთიანებს" - ნინო გელაშვილი

ნინო გელაშვილი "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტია 1995 წლიდან. 

ვცადეთ, მისი "პოლიგონში" სტუმრობისას განსაკუთრებით გამოგვეყო 1990-იანი წლების საქართველოს მიერ, ევროინტეგრაციისკენ გადადგმული პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები.  ამ საკითხებზე საუბარი კი იმიტომ გვინდოდა, რომ მეტად გავიაზროთ ქვეყნის 30-წლიანი მიზანსწრაფვა ევროკავშირისკენ, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, როგორც მძიმე და რთული, მაგრამ იმავდროულად, იმედიანი პროგრესის გზა.

ვისაუბრეთ მცდარი თეორიების გავრცელების მცდელობებზეც და ზოგიერთ გამოწვევას სხვადასხვა პერსპექტივიდან შევხედეთ.  

  

ნინო გელაშვილისგან ასევე, გვაინტერესებდა, დარეგისტრირდა თუ არა "რადიო თავისუფლება" "რუსული კანონის" შესაბამისად, გამჭვირვალობის საბაბით შექმნილ რეესტრში.


Show more...
1 year ago
39 minutes 24 seconds

პოლიგონი
"ცენზურა თუ რაიმე ფორმით დაკანონდა, მხოლოდ შორს წავა" - ბუბუ გვაძაბია

ბუბუ (მიხეილ) გვაძაბია ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთის" ჟურნალისტი იყო, როდესაც 2023 წლის მარტში, რუსული კანონის ინიციირების შედეგად გამოწვეული პროტესტის გაშუქებისას, სპეცრაზმმა სცემა, მაგრამ ამისთვის პასუხი დღემდე არავის უგია. 

2024 წლის მარტში კი, იმ ონლაინ-მედიის ჟურნალისტებს შორის იყო, რომელთაც პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო საქმიანობის გაშუქების შესაძლებლობა არ მისცა იმ მოტივით, რომ წინა წლის მსგავსად, პარლამენტის კედლებში არ განმეორებულიყო ჟურნალისტების პროტესტი "რუსული კანონის" წინააღმდეგ. 

მასთან ერთად, ვცადეთ, გაგვეაზრებინა, როგორ ფონს ქმნის "ქართული ოცნების" ხელისუფლების ბოლო პერიოდის მკაფიოდ ანტიდასავლური რიტორიკა და ქმედებები წინასაარჩევნოდ, ევროინტეგრაციის კონტექსტში და ამავდროულად, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ.


Show more...
1 year ago
46 minutes 10 seconds

პოლიგონი
"რატომ ვარ გამოყოფილი, თუ დისკრიმინაციისგან თავისუფალი უნდა ვიყო?!" - გიორგი ბასხაჯაური

2014 წელს, "ქართულმა ოცნებამ", ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონი მიიღო.

აქედან 10 წლის თავზე, 2024-ში, იმავე პარტიის საპარლამენტო უმრავლესობამ რუსული ყაიდის კანონის სახითა და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" საბაბით, საზოგადოების ყველაზე უფრო ჩაგრული და დაუცველი ჯგუფების დისკრიმინაცია დააკანონა და, ამავდროულად, ცენზურის ჩარჩოც მოხაზა მედიისთვის, ლიტერატურისთვის, კინოსთვის, თეატრისთვის და არა მარტო. ამით კი, ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანი დაბრკოლება შექმნა ევროინტეგრაციის გზაზე. 

ამაზე ვესაუბრებით გიორგი ბასხაჯაურს, მედია "აპრილის" ჟურნალისტსა და თანადამფუძნებელს. ბოლო წლებია, ის ლგბტქია+ და ქალთა უფლებების მიმართულებით წერს. 

ბასხაჯაურს, 2024 წლის მარტში თავს დაესხნენ სამართალდამცავებიც, როდესაც გვიან ღამით, პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს აშუქებდა. გამოძიება, ჟურნალისტის თავდასხმაზე, დღემდე დუმს.


Show more...
1 year ago
1 hour 1 minute 33 seconds

პოლიგონი
"იუმორი საუკეთესო მედიუმია" - ბექა ყორშია

ბექა ყორშია ამ ზაფხულს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ემიგრანტებს შეხვდა და მათთან არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ხელისუფლების მიერ, მიზანმიმართულად გაჭიანურებული ევროინტეგრაციის პროცესი იყო ჩვენი სასაუბრო თემაც პოდკასში "პოლიგონი", და ცხადია, იმაზეც ვილაპარაკეთ, რა საფრთხეებს უქმნის "ქართული ოცნების" მიერ, მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად მიღებული რუსული ყაიდის კანონები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას თავისუფლებისმოყვარე ქვეყანაში.


უყურე აქ: https://youtu.be/g5xwFW8esfw?si=MiPz8IlHxkKSixzt

Show more...
1 year ago
52 minutes 20 seconds

პოლიგონი
"ჟურნალისტს სინდისი განსაზღვრავს" - გიორგი გოგუა

გიორგი გოგუა ჟურნალისტი და პროექტ 64-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 64-ის მაგალითზე მოგვიყვა, რა როლი აქვს დასავლურ გრანტებს ამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების მუშაობაში და რა საფრთხის წინაშე აყენებს რუსული კანონი. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებდით, ქართულენოვანი ინტერნეტის განვითარების პირველი წლები - ბლოგების პერიოდიც გავიხსენეთ, სადაც იქამდე აქვეყნებდა ჩვენი ეპიზოდის სტუმარი თავის მოსაზრებებს, ვიდრე ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცემებისთვის დაიწყებდა მუშაობას. 


უყურე აქ: https://youtu.be/OAl_X8TBAfg?si=K2pEx0-mcN-wr1iW

Show more...
1 year ago
1 hour 25 minutes 42 seconds

პოლიგონი
გამჭვირვალობის შესახებ კანონი ძალაში შევიდა და ის უკვე ახდენს გავლენას მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე. შეჩერებულია პროექტები და ვეღარც სახელმწიფო მუნიციპალიტეტები იღებენ გრანტებს დასავლეთიდან. იხურება ბევრი სამოქალაქო ორგანიზაცია სწორედ იმის გამო, რომ უარს ამბობენ დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის რეესტრში. პოდკასტების ამ სერიაში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვსაუბრობთ, რა პრობლემები შეუქმნა რუსულმა კანონმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რამაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს გზა დასავლეთისკენ. პოდკასტს უძღვება გიორგი გიორგაშვილი, ჟურნალისტი.