
ნინო გელაშვილი "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტია 1995 წლიდან.
ვცადეთ, მისი "პოლიგონში" სტუმრობისას განსაკუთრებით გამოგვეყო 1990-იანი წლების საქართველოს მიერ, ევროინტეგრაციისკენ გადადგმული პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამ საკითხებზე საუბარი კი იმიტომ გვინდოდა, რომ მეტად გავიაზროთ ქვეყნის 30-წლიანი მიზანსწრაფვა ევროკავშირისკენ, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, როგორც მძიმე და რთული, მაგრამ იმავდროულად, იმედიანი პროგრესის გზა.
ვისაუბრეთ მცდარი თეორიების გავრცელების მცდელობებზეც და ზოგიერთ გამოწვევას სხვადასხვა პერსპექტივიდან შევხედეთ.
ნინო გელაშვილისგან ასევე, გვაინტერესებდა, დარეგისტრირდა თუ არა "რადიო თავისუფლება" "რუსული კანონის" შესაბამისად, გამჭვირვალობის საბაბით შექმნილ რეესტრში.