რა მოხდა ითხვისში?; როგორია ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ისტორია, ბუნება და გეოგრაფია?; როგორ ჩამოყალიბდა რეგიონში სოციალურად და ეკოლოგიურად უპასუხისმგებლო რეჟიმი?; რა შეცვალა სპეციალური მმართველის დანიშვნამ და რა გამოსავალი არსებობს ამ მდგომარეობიდან?
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევართან, გიორგი ცინცაძესთან ერთად პასუხებს გავცემთ ამ კითხვებს და აქვე, გავიხსენებთ, იმ მნიშვნელოვან სოციალურ აფეთქებებსა და პროტესტებს, რაც ჭიათურაში ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს პოდკასტების ციკლს „დაკარგული ხმები“. ამ პოდკასტებში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ სოციალური ჯგუფებისა და ადამიანთა ისტორიებს, რომელთა ხმები საზოგადოებას სუსტად, ან საერთოდ არ ესმის.
დღევანდელი პოდკასტი გვინდა დავუთმოთ ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ლუბა ჩალაიას. ლუბა ერთ-ერთი მშობელია, რომლის შვილსაც 2021 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად სისხლში ტყვიის გადამეტებული შემცველობა აღმოაჩნდა.
ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოს, ორი ხუთსართულიანი კორპუსი დგას. ამ კორპუსებს ფოთის პორტის ერთერთ ტერმინალთან სულ რამდენიმე მეტრი აშორებს. გზა, რომელიც ტერმინალსა და საცხოვრებელ სახლებს შორის გადის, პორტს ემსახურება და დატვირთულ დღეებში, ტექნიკა აქ თითქმის უწყვეტად მოძრაობს. უბნის მოსახლეობა აქ დიდი ხანია ჰაერის დაბინძურებაზე საუბრობს.
ყველაზე საგანგაშო ნიშნები აქ შარშან გაჩნდა, როცა სამედიცინო კვლევის შედეგად უბანში მაცხოვრებელ ბავშვებს ტყვიის დასაშვებზე მაღალი კონცენტრაცია დაუდასტურდათ.
უფრო ვრცლად ამ ამბავს ლუბა ჩალაია მოგვიყვება.
პოდკასტის ავტორია გიორგი ცინცაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს პოდკასტების ციკლს „დაკარგული ხმები“. ამ პოდკასტებში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ სოციალური ჯგუფებისა და ადამიანთა ისტორიებს, რომელთა ხმები საზოგადოებას სუსტად, ან საერთოდ არ ესმის.
ჩვენი პოდკასტი ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება და სტუმრად თინათინ შალამბერიძე გვყავს. ფსიქიკური ჯანმრთელობა სოციალური პოლიტიკის საკითხიცაა. თუმცა ხშირად, როცა მედია ამ საკითხს დროს უთმობს, ფსიქიკური ჯანმრთელობა ინდივიდუალურ პრობლემად, ან ვიწროდ სამედიცინო საკითხად მოჩანს.
ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის მიზანია მსჯელობა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავამდიდროთ გამოცდილებებით, რომელიც ხაზს უსვამს ფსიქიკური ჯანმრთელობის სოციალურ განზომილებას და იმ ჩავარდნებს, რომელიც არსებული მიდგომების მიღმა იკითხება.
პოდკასტის ავტორია გიორგი ცინცაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ პოდკასტების ციკლს „დაკარგული ხმები“. ამ პოდკასტებში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ სოციალური ჯგუფებისა და ადამიანთა ისტორიებს, რომელთა ხმები საზოგადოებას სუსტად, ან საერთოდ არ ესმის.
პოდკასტი პანკისის ხეობას და პანკისიდან მიგრირებულ ადამიანებს ეხება. ჩვენი სტუმრები არიან პანკისიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიგრაციაში მყოფი ადამიანები.
ამ ეპიზოდის მიზანია მოკლედ აღწეროს ბოლო წლებში პანკისში განვითარებული მოვლენები, ქარტეხილები და ახლანდელი რეალობა. ბოლო რამდენიმე წელია ხეობას უამრავი ოჯახი და ახალგაზრდა ტოვებს.
პოდკასტის ავტორია მარიამ შალვაშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი ანთროპოლოგი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ პოდკასტების ციკლს „დაკარგული ხმები“. ამ პოდკასტებში შემოგთავაზებთ იმ სოციალური ჯგუფებისა და ადამიანთა ისტორიებს, რომელთა ხმები საზოგადოებას სუსტად, ან საერთოდ არ ესმის.
დღევანდელი პოდკასტი ტრანსგენდერ ქალებს ეხება. ჩვენი სტუმარია ლიკა, ტრანსგენდერი ქალი, რომლის სახელი და ხმაც, ანონიმურობის დაცვის მიზნით, შეცვლილია. ვიმედოვნებთ, რომ ამ და მომდევნო პოდკასტებში გაჟღერებული ხმები და ისტორიები ერთი მხრივ, ადამიანებისთვის საკუთარი პრობლემებისა და წუხილების გაზიარების, მეორე მხრივ კი პოლიტიკის ცვლილებების ხელშემწყობი გახდება.
ამ ეპიზოდის მიზანია აღწეროს ის სტრუქტურული წინაღობები და პრობლემები, რომლებიც ტრანს ადამიანებს, კონკრეტულად კი ტრანს ქალებს უდგათ სოციალური და სამართლებრივი კუთხით, ჯანდაცვის სფეროსა და ყოველდღიურ ურთიერთობებში. ასევე გვსურს, უფრო ნათელი გავხადოთ ის სტრუქტურული მიზეზები, რაც ტრანს ადამიანებს სრულფასოვან ცხოვრებაში უშლით ხელს.
თუმცა, ამას გარდა, გვინდა ვაჩვენოთ ის პერსპექტივები და სასიცოცხლო სტრატეგიები, რომლებიც ტრანს ადამიანებს გადარჩენაში ეხმარება და რომელსაც, ხშირად, ისინი თავადვე ქმნიან. საინტერესოა, როგორ ახერხებენ ისინი ახალ ალტერნატივებზე ფიქრს უკიდურესი, მრავალმხრივი მარგინალიზების პირობებში.
პოდკასტის ავტორია მარიამ შალვაშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი ანთროპოლოგი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ზეპირი ისტორიების ციკლს „დაკარგული ხმები“. ამ პოდკასტებში ჩვენ შემოგთავაზებთ სხვადასხვა ჯგუფებისა და ადამიანების ისტორიებს, რომელთა ხმები საზოგადოებას სუსტად, ან საერთოდ არ ესმის. პოდკასტის მიზანი, მათთვის ამ ხმების გაჟღერების შესაძლებლობის მიცემაა.
ეს პოდკასტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარებს ეხება. ჩვენი სტუმარი თემო ხატიაშვილია, რომელსაც მეტადონის პროგრამაში ყოფნის, ასევე სამოქალაქო აქტივიზმის დიდი გამოცდილება აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ამ და მომდევნო პოდკასტებში გაჟღერებული ხმები ერთი მხრივ ადამიანებისთვის შვების მომტანი, მეორე მხრივ კი პოლიტიკის ცვლილებების ხელშემწყობი გახდება.
მეტადონის პროგრამა ოპიოდებით ჩანაცვლებითი თერაპიაა, რომელიც ოპიოიდურ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მკურნალობას გულისხმობს.
მეტადონის პროგრამების სრულფასოვანი დანერგვა ერთ-ერთი გადამწყვეტია ჰუმანური, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის შექმნის კუთხით. საქართველოში ნარკოპოლიტიკა დღემდე რეპრესიულია. ნარკოტიკების მომხმარებლების ბედი დღემდე უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული დასჯასთან, ვიდრე მკურნალობის სათანადო სერვისებთან. მეტადონის პროგრამის ბენეფიციარების გამოცდილება ამის ნათელი მაგალითია.
პოდკასტის ავტორია თორნიკე გერლიანი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი.
კითხვები, რომლებიც სამშვიდობო პოლიტიკის გარშემო არსებობს და მოსაზრებები, თუ რა გზებით ცდილობს საქართველო ბოლო ათწლეულების განმავლობაში აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დალაგებას? რამდენად გავიაზრეთ 2008 წლის აგვისტოს ომი?
და რამდენად სწორი და ეფექტურია ენა, რომლითაც აფხაზებსა და ოსებს ვესაუბრებით?
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინტერვიუების ციკლის - „სხვა კუთხის" ამ ეპიზოდში შემოგთავაზებთ ამ კითხვებზე პასუხს. ჩვენი სტუმარია პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც წლების წინ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრი იყო და მას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება კონფლიქტის თემაზე მუშაობის და პირდაპირი დიალოგის აფხაზებთან და ოსებთან.
საპატრიარქო ხშირად აკრიტიკებს თანამედროვეობას, ცრუთავისუფლებას, სხვადასხვა უმცირესობის მიმართ პოლიტიკას, თუმცა, როგორც წესი, არაფერს ამბობს გაბატონებული ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგის ბნელ მხარეებზე, რომელიც მუდმივად გვაღარიბებს და გვართმევს ღირსებას.
სასულიერო პირები თითქმის არასდროს ჩანან მშრომელთა გაფიცვების, სოციალური პროტესტების დროს.
აინტერესებს თუ არა ქრისტიანობას ჩაგვრა და მისგან გათავისუფლების საკითხები თეოლოგიურად და რას ნიშნავს ქრისტიანობაში სოციალური მსახურების იდეა?
როგორია ამ კუთხით სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის და წარსულში საქართველოს ეკლესიის სწავლება და გამოცდილება?
რატომ არ იყენებს ეკლესია მის პოლიტიკურ ძალაუფლებას და გავლენებს საზოგადოებაში არსებული სოციალურ წუხილების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენებისთვის?
აქვს თუ არა მას თავად სამრევლოებსა და ეკლესიებში სოციალური გადანაწილების და მხარდაჭერის პოზიტიური პრაქტიკები?
ამ და სხვა საკითხებს დაეთმობა მსჯელობა „სხვა კუთხის" ახალ ეპიზოდში, რომლის სტუმარია თეოლოგი და ეკლესიის ისტორიკოსი, შოთა კინწურაშვილი.
„როცა პური არაა, ერთადერთი, რითიც შეგიძლია შენი მოსახლეობა დააშოშმინო, არის თამაშები. და ორივე - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამ თამაშებს გვთავაზობს“.
„სხვა კუთხის“ მორიგი ეპიზოდის სტუმარია გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე, გიორგი მაისურაძესთან ერთად საუბრობს დღევანდელი პოლიტიკური კრიზისის შრეებზე და სტუმართან ერთად აანალიზებს, რეალურად, რა შინაარსის კრიზისის წინაშე ვიმყოფებით ახლა.
პანდემია, სოციალური სიდუხჭირე, დასაქმების პრობლემები და სხვა ბაზისურ შესაძლებლობებზე ჩვენი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა - რატომ იკარგება აღნიშნული საკითხები პოლიტიკოსებისა და შექმნილი ვითარების ფონზე, ჩვენი, ყველას დღის წესრიგში?
სოციალური სამართლიანობის ცენტრი განაგრძობს ვიდეო ინტერვიუების ციკლს - „სხვა კუთხე“.
ჩვენ ვისაუბრებთ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე და არსებულ პოლიტიკურ კონტექსტზე.
რამდენად იქნება ეს არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი?
ასევე, რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური ძალაუფლების დეცენტრალიზაციას და ძლიერ ადგილობრივ თვითმმართველობას?
ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს დაუსვამს დღეს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი, გურამ იმნაძე ვახტანგ ხმალაძეს, რომელიც რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრია. ასევე სხვადასხვა დროს ჩართული იყო საკონსტიტუციო კომისიების საქმიანობაში და აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის კონსტიტუციის შემუშავების პროცესში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის „სხვა კუთხის" ტექნიკური მხარდამჭერი პროექტი 64-ია.
რას ნიშნავს სახელმწიფო ვალი და რა პოლიტიკა აქვს ამ მხრივ საქართველოს?
არის თუ არა საფრთხე, რომ წლის ბოლოს საქართველოს საგარეო ვალმა კანონმდებლობით დადგენილ ნიშნულს გადააჭარბოს?
სოციალური სამართლიანობის ცენტრი „სხვა კუთხის" ახალ ეპიზოდს გთავაზობთ.
„სხვა კუთხის" სტუმარია, ია ერაძე, პოლიტიკურ ეკონომიკის მკვლევარი: „2020 წლის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი მთლიან სახელმწიფო ვალში 79%-ს შეადგენს და ამ კუთხით, დიდი რისკების წინაშე ვართ".
ინტერვიუს სოციალური სამართლიანობის ცენტრის, სოციალური პროგრამის დირექტორი, თათული ჭუბაბრია უძღვება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ინტერვიუების ციკლის - „სხვა კუთხის" ახალ ეპიზოდს.
„სხვა კუთხის" დღევანდელი ეპიზოდი ნამახვანჰესს დაეთმობა, რომლის სტუმარიც, აქტივისტი და სოციალური წინააღმეგობის პოლიტიკის მკვლევარი, ლელა რეხვიაშვილია.სოციალური პროგრამის დირექტორი, თათული ჭუბაბრია ლელასთან ერთად ეცდება, კიდევ ერთხელ გაიხსენოს ნამახვანჰესის გარშემო დაწყებული და მიმდინარე პროტესტის პოლიტიკური და სიციალური კონტექსტი.
ასევე, გადაცემაში მოისმენთ, ზოგადად ჰესების მიმართ წინააღმდეგობის იდეასა და ხელისუფლებების რეაქციებზე, რომელიც მსგავს პროტესტს მოჰყვება ხოლმე. ჩვენ აქვე, შევეხებით, 5-6 ივლისის მოვლენებს, რომელმაც აღნიშნული პროტესტის დღის წესრიგში გარკვეული ქაოსი და გაუკრვევლობა შემოიტანა. დავსვამთ კითხვებს, რა გავლენა იქონია ივლისის მოვლენებმა მოძრაობაზე და, ზოგადად, ნამახვანჰესის წინააღმდეგ ბრძოლის იდეაზე.
„სხვა კუთხე" ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის, პროექტ 64-ის ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება და ყოველ ახალ ეპიზოდში, ორ კვირაში ერთხელ, ვისაუბრებთ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალ საკითხებზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ინტერვიუების ციკლს - „სხვა კუთხე“.
„სხვა კუთხის“ სტუმარია, ფილოსოფოსი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცხადაძე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე თამარ ცხადაძესთან ერთად ისაუბრებს 5 ივლისის მოვლენებზე, როდესაც ორგანიზებულმა რადიკალურმა ჯგუფებმა ,,ღირსების მარშის” ჩატარებას ძალადობრივი გზებით შეუშალეს ხელი.
ვიდეო ინტერვიუების ციკლი მზადდება პროექტ 64-თან თანამშრომლობითა და მათი ტექნიკური მხარდაჭერით.
„ეკლესიამ ისევე გააგრძელა დამოუკიდებელ პოსტსაბჭოთა პერიოდში არსებობა, როგორც მანამდე არსებობდა“ – სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ „სხვა კუთხის" მორიგ ეპიზოდს.
ჩვენი ინტერვიუების ციკლის დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი, მღვდელი ზაზა თევზაძეა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის, თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე ეცდება დასვას კითხვები, რომელიც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, გავიაზროთ:
რა მოხდა საქართველოს დამოუკიდებელობის შემდეგ, რამაც ეკლესია დღევანდელ კრიზისამდე მიიყვანა და ამასთან, რატომ ვერ მოხერხდა ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის ძალაუფლების სწორი მიმართულებით წარმართვა?
სოციალური სამართლიანობის ცენტრის „სხვა კუთხის" ტექნიკური მხარდამჭერი პროექტი 64-ია.
„ყველა სახის ზიანი მივიღე. პირველ რიგში, ბავშვი წამართვეს და თან, ჩემსა და ჩემს შვილს შორის უდიდესი გაუცხოება გააჩინეს"; „თუ ქალს ავალდებულებენ, რომ ემსახუროს ქმრის დედას, მამას, ბებიას, ბებიას, კაცი არაა ვალდებული, პატივი სცეს ცოლის მშობლებს?"
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ახალგაზრდა ქალის ისტორიას ზემო აჭარიდან. პოდკასტი მომზადებულია ჩვენი კვლევის ფარგლებში: "საქართველოში მუსლიმი ქალების ყოფა და მათი ჩაგვრის მრავალშრიანი აღწერა".
საქართველოს აზერბაიჯანელ და მუსლიმ აჭარელ ქალებზე საუბრისას ხშირად ახსენებენ ისეთ კონცეპტებს, როგორებიცაა „თავისუფლება“ ან „თავისუფლების არარსებობა“, თუმცა ხშირად ავიწყდებათ სხვა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ქალებს ამ რეგიონებში უდგათ. ყურადღებას არ აქცევენ იმ ფაქტსაც, რომ ამ ქალებს დომინანტური ჯგუფის ქალებთან და არადომინანტური ჯგუფის კაცებთან შედარებით კიდევ უფრო მეტი ბარიერი ექმნებათ დასაქმების, განათლების, ჯანდაცვის კუთხით, რადგან მათზე ორმაგი, ან სამმაგი ჩაგვრა ზემოქმედებს.
„ლადოს ეძინება, გულზე ვარდი ეფინება, რომ დავარტყათ ეტკინება, მის დედიკოს ეწყინება" „მე და ჩემი და სიყვარულით სავსე ბავშვური ხმით ამგვარად ვუმღეროდით და ვუალერსებდით ჩვენს პატარა ძამიკოს და სანამ დიდი გოგოები არ გავხდით ვერ გავიგეთ, რომ სიმღერაში მოხსენიებული ლადო ხის აკვნიდან მომზირალი ლამაზთვალება აჰმედის მეორე სახელი იყო" , - ასე იწყება ლია დეკანაძის ბლოგი, რომელიც ქართველ მუსლიმებში ორი სახელის ფენომენზე გვიყვება: https://bit.ly/3LULjKX
პოდკასტში მოისმენთ, როგორ უკავშირდებოდა ორსახელიანობა საბჭოთა რეჟიმის დამყარებას. რეჟიმისას, რომელიც თავის მხრივ, გამოირჩეოდა თავისი ანტირელიგიური და რეგიონში განსაკუთრებული ანტიისლამური პოლიტიკით.
ომის წარუშლელი კვალი და მძიმე შრომა, რომელიც გორის, საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობაა. როგორ შეიცვალა ომის შემდეგ აქ მცხოვრები ქალებისა და ზოგადად, ადამიანების ცხოვრება; რა ახსენდებათ ყველაზე ხშირად და რა კვალი დაუტოვა ომმა ქალებს, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე ყოფაში აღმოჩნდნენ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში გთავაზობთ პოდკასტს, რომელიც ერთი ქალის ისტორიას გვიყვება და გვაჩვენებს ომის შედეგად გამოწვეულ ტრავმებსა და მძიმე სოციალურ შედეგებს.
მოგონებები ომზე; ტრავმა, რომელიც დღემდე დარჩა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობა
ვიდეოპოდკასტში მოისმენთ ომგამოვლილი ქალის ისტორიას, გორის სოფელ ზარდიაანთკარიდან.
მან სახელის გამხელისგან თავი შეიკავა, თუმცა მისი მონათხრობი კარგად აღწერს ომის უმძიმეს დღეებს, წუხილებს დაკარგულ ადამიანებზე; დღემდე დატოვებულ ტრავმებსა და შიშებს; ოსებთან მეგობრობის აღდგენის ისტორიებს და ბოლოს, ხელისუფლების პასუხს, რომელიც სრულიად უგულებელყოფს ამ ადამიანების არსებობასაც კი.
„ბავშვებს რომ არ დავენახე, გამოვსულვარ ეზოში, მაგრად მიტირია და ისე შევსულვარ“
„პირველი 5 წელი საერთოდ ამოვშალე ჩემი გონებიდან, შავი ფარდა გადავაფარე“
„რომელი ერია ისე შესისხლხორცებული, როგორც ქართველი და ოსი?... „
„ვიღაცას აწყობს ჩვენი გაყოფა და ხალხი უნდა მიხვდეს, რომ სხვის თითისი დაქნევაზე არ იაროს და წინააღმდეგობა გაუწიოს“
რა სირთულეებს უკავშირდება მონო-ინდუსტრიული რეგიონების კვლევა? რამდენად შესწავლილია სამხრეთ კავკასიის ექსტრაქტივისტული კერები და რა ძირითადი კითხვები ჩნდება ქართული სახელმწიფოს, რეგიონის ისტორიისა და გლობალიზებული ეკონომიკის შესახებ ადგილობრივ სამთო-მოპოვებით ინდუსტრიაზე დაკვირვებისას?
ამ ინგლისურენოვან ეპიზოდში წარმოგიდგენთ ინტერვიუს ჯესსი-სუონ ქუინთან. ჯესსი-სუონ ქვინი რამდენიმე წელია ბოლნისში, საყდრისი-მადნეულის კომპლექსში მიმდინარე სპილენძისა და ოქროს მომპოვებელ ინდუსტრიას შეისწავლის. მისი სტატია “ექსტრაქტივიზმის ეკოლოგიური გეოპოლიტიკა საქართველოს ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ ინდუსტრიაში” შესულია კრებულში “ექსტრაქტივისტული გადაკვეთები: პოლიტიკა, ეკოლოგია და სოციალური სამართლიანობა.”
პოდკასტების სერია მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.
როგორ იცვლებოდა ქვანახშირის როლი და ფუნქცია ბოლო საუკუნის განმავლობაში და რასგვიამბობს ეს პროცესი იმ ისტორიაზე, სადაც პოლიტიკური რეჟიმები და მისით განპირობებული საწარმოო ურთიერთობები განსაზღვრავდნენ და აყალიბებდნენ ძალაუფლებრივ, სოციალურ დაკულტურულ ველებს? რა როლი ჰქონდა ტყიბულის ქვანახშირს საბჭოთა ეკონომიკაში და როგორმოინიშნებოდნენ სხვადასხვა რესპუბლიკის ხალხების ისტორიაში ტყიბულელი მეშახტეები? რაცვლილებები მოიტანა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ ტყიბულის შემთხვევაში და რამოუვიდა მშრომელთა წინააღმდეგობრივ სუბიექტურობას, როდესაც ქვანახშირის რესურსი ნავთობისრესურსით ჩანაცვლდა?
პოდკასტების მოკლე სერიის მე-6 ეპიზოდში კიდევ ერთხელ ვბრუნდებით ტყიბულში, სადაც ჩვენიგზამკვლევები წიგნის ‘მარტო პურის’ ავტორები არიან. მათთან დისკუსიაში კი სასაუბრო თემასცდება ტყიბულს, და ის კაპიტალიზმის ერთსაუკუნოვან ისტორიასაც მიმოიხილავს.
პოდკასტის სტუმრები: გიორგი ხასაია და ვაკო ნაცვლიშვილი
წამყვანი: თამუნა ქებურია
მუსიკა: ბექა კუნდალინი