Home
Categories
EXPLORE
True Crime
Comedy
Business
Society & Culture
Health & Fitness
Sports
Technology
About Us
Contact Us
Copyright
© 2024 PodJoint
00:00 / 00:00
Podjoint Logo
US
Sign in

or

Don't have an account?
Sign up
Forgot password
https://is1-ssl.mzstatic.com/image/thumb/Podcasts115/v4/1a/e6/b1/1ae6b18b-ae5b-d4f0-f747-006f2a17d299/mza_13295842384241865013.jpg/600x600bb.jpg
შემდეგი პოდკასტი
NEXT.On.ge
100 episodes
4 months ago
ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.
Show more...
Science
Technology
RSS
All content for შემდეგი პოდკასტი is the property of NEXT.On.ge and is served directly from their servers with no modification, redirects, or rehosting. The podcast is not affiliated with or endorsed by Podjoint in any way.
ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.
Show more...
Science
Technology
Episodes (20/100)
შემდეგი პოდკასტი
როგორ გაჩნდა სიცოცხლე და რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ის
ჩვენამდე სიცოცხლემ ძალიან დიდი მოგზაურობა გამოიარა და პოდკასტში სწორედ ამაზე ვსაუბრობთ — როგორ დაიწყო ის და როგორ მოვიდა აქამდე. ასევე განვიხილავთ იმას, თუ რამდენად მრავალფეროვანია სიცოცხლე და როგორი შეიძლება იყოს ის მომავალში. პოდკასტის სტუმარია ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი.
Show more...
4 months ago
1 hour 23 minutes

შემდეგი პოდკასტი
Robo Battle 2025 — თბილისში რობოტების ორთაბრძოლა გაიმართება
2025 წლის ივლისში თბილისში რობოტების ორთაბრძოლა გაიმართება. შემდეგ პოდკასტში სწორედ ამ შეჯიბრებაზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ იმას, თუ როგორი სანახაობა იქნება შეჯიბრება და ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება. ჩვენი სტუმარია ღონისძიების ორგანიზატორი ავთანდილ მღებრიშვილი.
Show more...
4 months ago
36 minutes

შემდეგი პოდკასტი
ვართ თუ არა სამყაროში მარტო — შავი ხვრელები, როგორც მყარი დისკები
შემდეგ პოდკასტში არამიწიერ სიცოცხლესა და მის დაფიქსირების მეთოდებზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ რამდენად რეალურია არამიწიერი სიცოცხლის არსებობა და როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ის. ასევე ვეხებით ქართველი ფიზიკოსების გია დვალისა და ზაზა ოსმანოვის ერთობლივ კვლევას, რის მიხედვითაც, ზეცივილიზაციებმა შავი ხვრელები კვანტური კომპიუტერების მყარ დისკებად შეიძლება გამოიყენონ. პოდკასტის სტუმარია ფიზიკოსი ზაზა ოსმანოვი.
Show more...
5 months ago
1 hour 19 minutes

შემდეგი პოდკასტი
რისგან შედგება სამყარო — "მოჩვენება ნაწილაკის" ისტორია
შემდეგ პოდკასტში ფუნდამენტურ ფიზიკაზე ვსაუბრობთ. ვცდილობთ გავარკვიოთ თუ რისგან შედგება სამყარო, როგორ მუშაობს ელემენტარული ნაწილაკები და რა როლი აქვს ამ ყველაფერში ნეიტრინოებს, იგივე მოჩვენება ნაწილაკებს. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი გიორგი ქისტაური.
Show more...
6 months ago
46 minutes

შემდეგი პოდკასტი
რას ცვლის DeepSeek — კონკურენცია აშშ-სა და ჩინეთს შორის
როგორი მომავალი აქვს ხელოვნურ ინტელექტს და რამდენად კონკურენტულია ამ მხრივ აშშ-სთვის ჩინეთი — რამ განაპირობა DeepSeek-ის ჩატბოტის ასეთი სწრაფი წარმატება და რატომ ეცემა ტექ გიგანტი კომპანიების აქციები?   ეს ის საკითხებია, რომლებზეც პოდკასტში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარი და ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე
Show more...
8 months ago
52 minutes

შემდეგი პოდკასტი
სიცოცხლის მოკლე ისტორია — როგორ დაიწყო ყველაფერი
ბოლო კვლევების თანახმად, დედამიწაზე სიცოცხლე 4.2 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მას შემდეგ მინიმუმ 5 მასიური გადაშენება იყო. ჩვენამდე სიცოცხლემ ძალიან დიდი მოგზაურობა გამოიარა და პოდკასტში სწორედ ამაზე გიყვებით — ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ დაიწყო სიცოცხლე და როგორ მოვიდა აქამდე. ჩვენი სტუმარია ბიოლოგი ვასო გაბუნია.
Show more...
8 months ago
1 hour 16 minutes

შემდეგი პოდკასტი
SizmarAI — სიზმარი ხელოვნურ ინტელექტში
SizmarAI ქართული პლატფორმაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შეუძლია, 10-წამიანი ვიდეოები ჩვენი სიტყვიერი მითითებების საფუძველზე შექმნას. მომდევნო დღეების განმავლობაში საშუალება გვექნება, პლატფორმაზე შევიდეთ და სასურველი სიუჟეტი ჩავწეროთ, ხელოვნური ინტელექტი კი დაახლოებით ერთ წუთში ხუთკადრიან ვიდეოს შექმნის.   როგორც სტარტაპის განცხადებიდან ვიგებთ, სისტემა მუდმივად განახლდება და დაიხვეწება. ეს გვაფიქრებს იმაზე, რომ მომავალში არა მხოლოდ ჩვენი სიზმრებისა თუ მცირე ფანტაზიების, არამედ კომპლექსური იდეებისა თუ სიუჟეტების ვიდეო მასალად გარდაქმნა შეგვეძლება. მომავალში შეიძლება ადამიანმა სახლიდან გაუსვლელად ფილმიც კი "შექმნას".   შემდეგ პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია თენგო თადუმაძე, SizmarAI-ის დამფუძნებელი.
Show more...
1 year ago
42 minutes

შემდეგი პოდკასტი
დეზინფორმაციის ტექნოლოგიები — პროპაგანდა ციფრულ სამყაროში
ტექნოლოგიების განვითარების ფონზე დეზინფორმაციის ტექნოლოგიებიც იხვეწება. სულ უფრო საყურადღებო ხდება ის მეთოდები, რომლებსაც აქტორები ციფრულ სამყაროში პროპაგანდისთვის იყენებენ. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ინტერნეტში მოქმედებების ნახევარს ბოტები ასრულებს. ამის პარალელურად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, რომლის გამოყენებითაც დეზინფორმაციის ტექნოლოგიები სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავარკვიოთ თუ როგორ იქმნება თანამედროვე სამყაროში დეზინფორმაცია, ვინ ქმნის მას და რა უნდა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს. ჩვენი სტუმარია სოფო გელავა, დეზინფორმაციის მკვლევარი.
Show more...
1 year ago
1 hour 12 minutes 28 seconds

შემდეგი პოდკასტი
შემდეგი პოდკასტი: დამწერლობის ევოლუცია — როგორი იქნება წიგნის მომავალი
დამწერლობის ცნება ფართოა და ის მხოლოდ ენის ბგერით ელემენტებს არ მოიცავს. ის გვხვდებოდა ნახატებისა და გრაფიკული სიმბოლოების სახითაც. ადამიანს დამწერლობა ერთბაშად არ შეუქმნია, ის დროთა განმავლობაში და საჭიროებებიდან გამომდინარე ვითარდებოდა. თავიდან უნდა ყოფილიყო სიმბოლიკა და უკვე დროსთან ერთად გაჩნდა ის, რასაც დღეს ჩვენ დამწერლობას ვეძახით. ანბანი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, პირველად ფინიკიელებმა შექმნეს. ეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია, რამაც ადამიანის ფიქრები უკვდავყო. თუმცა, დღეს ამით აღარ ვკმაყოფილდებით და ჩნდება შეკითხვა, რა იქნება ციფრულ სამყაროში და როგორ ფორმას მიიღებს მომავალში დამწერლობა? პოდკასტში დამწერლობის ისტორიაზე, ევოლუციასა და მომავალზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია გამომცემელი მამუკა ხანთაძე.
Show more...
1 year ago
1 hour 59 minutes 23 seconds

შემდეგი პოდკასტი
რუსული კანონის ეფექტი — რა ემუქრება მეცნიერებას
მეორე წელია ქართული ოცნება რუსული კანონის დამტკიცებას ცდილობს. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს პროტესტით შეხვდა და გვესმის საფრთხეებზე, რაც ამ კანონის დამტკიცებამ შეიძლება გააჩინოს. შემდეგ პოდკასტში ვსაუბრობთ იმაზე თუ რამდენად ცუდად შეიძლება ეს აისახოს ქვეყანაში მეცნიერებასა და განათლებაზე. ჩვენი სტუმარია ალტე უნივერსიტეტის ციფრულო ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია.
Show more...
1 year ago
1 hour 14 seconds

შემდეგი პოდკასტი
რა შეცვალა სტივენ ჰოკინგმა — ყველაფრის თეორია
სტივენ ჰოკინგი ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი იყო. ის 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცნიერად ითვლება, რომელსაც მრავალი ჰიპოთეზა თუ თეორია უკავშირდება. ჰოკინგს ხშირად აკავშირებენ შავ ხვრელებთან, დიდი აფეთქების თეორიასთან, ყველაფრის თეორიის (ფიზიკის უნიფიკაცია) შემუშავების მცდელობასთან და სხვა მოწინავე სამეცნიერო კონცეფციებთან. შემდეგი პოდკასტის 96-ე ეპიზოდში სწორედ სტივენ ჰოკინგზე ვსაუბრობთ. მიმოვიხილავთ ჰოკინგის მოღვაწეობას, ცხოვრებასა და იმას თუ რა შეცვალა მან მეცნიერებაში. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ლადო რაზმაძე.
Show more...
1 year ago
1 hour 8 minutes 15 seconds

შემდეგი პოდკასტი
კლიმატის ცვლილება — განახლებადი ენერგიის პოტენციალი
1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების შედეგები სულ უფრო აშკარაა. ამის ფონზე, ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანესია და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შესამცირებლად დიდ როლს ასრულებს. შესაბამისი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვით შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს ენერგიის ფლანგვა, სათბურის აირების ემისია და წიაღისეული საწვავის გამოყენება. შემდეგი პოდკასტის 95-ე ეპიზოდში სწორედ განახლებადი ენერგიის პოტენციალზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე.
Show more...
1 year ago
43 minutes 5 seconds

შემდეგი პოდკასტი
ისააკ ნიუტონი — გრავიტაციის ძალა
პოდკასტში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცნიერზე, ისააკ ნიუტონზე ვსაუბრობთ. ბევრს ის ყველა დროის უდიდეს ფიზიკოსად მიაჩნია და ამას აქვს თავისი მიზეზები. სწორედ ნიუტონმა აღწერა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, გააანალიზა/შეისწავლა სინათლე, ჩამოაყალიბა პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება, შეიმუშავა კალკულუსი და რაც მთავარია, აღმოაჩინა გრავიტაცია! თუმცა, ამის გარდა, ის იყო ძალიან უცნაური და საინტერესო პიროვნება. შემდეგი პოდკასტის 94-ე ეპიზოდში სწორედ ამ ყველაფერზე მოგითხრობთ. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ირაკლი ჯოხაძე.
Show more...
1 year ago
1 hour 14 minutes 23 seconds

შემდეგი პოდკასტი
გლობალური დათბობა — რა იცვლება საქართველოში
გლობალური დათბობის ტემპი სულ უფრო ჩქარდება — კლიმატის ცვლილების შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს. 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია. გლობალურ გამოწვევებთან ერთად, საინტერესოა რა მდგომარეობაა საქართველოში: რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა ცვლილებებია შესამჩნევი ჩვენს ქვეყანაში და რაც მთავარია, რა უნდა ვქნათ ამ პროცესებთან ადაპტირებისთვის. შემდეგი პოდკასტის 93-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ. ჩვენი სტუმარია მარიამ დევიძე, გარემოს დაცვითი ექსპერტი და კლიმატის ცვლილებების მკვლევარი.  
Show more...
1 year ago
1 hour 2 minutes 23 seconds

შემდეგი პოდკასტი
CES 2024 — მომავლის ტექნოლოგიები
სულ ცოტა ხნის წინ ტექნოლოგიური შოუ CES 2024 გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიებაა, სადაც მოწინავე ტექკომპანიები მომავლის ტექნოლოგიებს წარადგენენ. ფესტივალზე, ციფრული მოწყობილობების გარდა, დიდი დრო დაეთმო უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტს. შემდეგ პოდკასტის 92-ე ეპიზოდში CES 2024-ს მიმოვიხილავთ. გიყვებით იმაზე, რაც CES 2024-ზე არ უნდა გამოგრჩენოდათ. ჩვენი სტუმარია ანტერპრენერი და ტექნოლოგიების ენთუზიასტი, ბექა ზაქაიძე.
Show more...
1 year ago
1 hour 31 minutes 59 seconds

შემდეგი პოდკასტი
კლიმატის ცვლილება — როგორია პლანეტის მომავალი
კლიმატის ცვლილება სულ უფრო ჩქარდება — გლობალური დათბობის შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს. 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია. რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში ადამიანს და რა უნდა ვქნათ ამ პროცესების შესანელებლად? — შემდეგი პოდკასტის 91-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ. ჩვენი სტუმარია გიორგი მუხიგულიშვილი, მკვლევარი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით.
Show more...
1 year ago
56 minutes 53 seconds

შემდეგი პოდკასტი
თოფები, მიკრობები და ფოლადი — კულტურების ევოლუცია
თოფები, მიკრობები და ფოლადი — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე მეცნიერის, ფიზიოლოგიისა და ბიოფიზიკის დოქტორის, ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევარისა და ბიოგეოგრაფის, ჯარედ დაიმონდის მთავარი ნამუშევარია. - როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოებები?- რა საიდუმლო იმალება მათი უთანასწორობის მიღმა?- რატომ დაიპყრეს, განდევნეს ან გაანადგურეს ევრაზიელებმა მკვიდრ ამერიკელთა, ავსტრალიელთა და აფრიკელთა დიდი ნაწილი და არა – პირიქით?! ეს იმ მნიშვნელოვანი შეკითხვების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დიამონდი თავის წიგნში სცემს პასუხს. შემდეგი პოდკასტის 90-ე ეპიზოდში ჯარედ დაიმონდის უმნიშვნელოვანეს წიგნზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ნიკა სამუშია, რომელმაც წიგნი ინგლისურიდან ქართულად თარგმნა.
Show more...
1 year ago
57 minutes 57 seconds

შემდეგი პოდკასტი
თანამგზავრული ინტერნეტი — Starlink საქართველოში
ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ საქართველო უკვე იმ ქვეყნების სიაშია, სადაც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტია ხელმისაწვდომი. Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე თანამგზავრული ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ინტერნეტს მთელ მსოფლიოში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადგილებისთვის, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. შემდეგი პოდკასტის 89-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ Starlink-ზე და იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს ინტერნეტის მომავალი. ჩვენი სტუმარია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, გიორგი ლუბარეცი.
Show more...
1 year ago
36 minutes

შემდეგი პოდკასტი
ტელესკოპები — როგორ დავინახოთ სამყარო
ტელესკოპი ბერძნული სიტყვაა და ის შორს ხედვას ნიშნავს. პირველი ასეთი ხელსაწყო ჰოლანდიაში, მე-17 საუკუნის დასაწყისში შექმნეს. დროსთან ერთად ეს ტექნოლოგია იხვეწებოდა და მეოცე საუკუნეში გამოჩნდა კოსმოსური ტელესკოპებიც. დღეს გვაქვს ისეთი მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი, როგორიც ჯეიმს ვებია და ამასთან, ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი, სამოყვარულო ტელესკოპი. შემდეგი პოდკასტის 88-ე ეპიზოდში ტელესკოპებზე ვსაუბრობთ. მიმოვიხილავთ როგორც ამ ტექნოლოგიის ისტორიას, ისე აწმყოსა და მომავალს. პოდკასტი ასევე საინტერესო იქნება მისთვის, ვისაც ახლო მომავალში თავად აქვს ტელესკოპის შეძენა გადაწყვეტილი. ჩვენი სტუმარია სერგი კაპანაძე, აბასთუმანის ობსერვატორიის მკვლევრი და ფიზიკის დოქტორი.
Show more...
1 year ago
1 hour 20 minutes 31 seconds

შემდეგი პოდკასტი
თავისუფალი ნება — გვაქვს თუ არა არჩევანი
რა არის თავისუფალი ნება და გვაქვს თუ არა ის? ეს ის შეკითხვაა რასაც დღეს თანამედროვე მეცნიერება სვამს. ნეირომეცნიერები გვეუბნებიან, რომ ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეყრდნობა ბიოლოგიას, აღზრდას, გარემოებებსა და ცვალებადობებს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, უბრალოდ "ბიოლოგიური მანქანები" ვართ. თუ თავისუფალი ნება ილუზიაა, მაშინ მორალური პასუხისმგებლობებიც მოჩვენებითია. ჩვენ უბრალოდ ვხედავთ შედეგს იმისას თუ რას ვაკეთებთ და ვერ ვმართავთ მას?! პოდკასტში სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის გაგებას ვცდილობთ. ჩვენი სტუმარია გიორგი მამალაძე, გამომგონებელი და პროგრამისტი, რომელიც ამჟამად მიუნხენში, კომპანია Siemens-ში მუშაობს.
Show more...
2 years ago
1 hour 46 minutes 35 seconds

შემდეგი პოდკასტი
ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.