Home
Categories
EXPLORE
Comedy
Society & Culture
Music
News
True Crime
Fiction
Religion & Spirituality
About Us
Contact Us
Copyright
© 2024 PodJoint
Loading...
0:00 / 0:00
Podjoint Logo
JM
Sign in

or

Don't have an account?
Sign up
Forgot password
https://is1-ssl.mzstatic.com/image/thumb/Podcasts115/v4/1a/e6/b1/1ae6b18b-ae5b-d4f0-f747-006f2a17d299/mza_13295842384241865013.jpg/600x600bb.jpg
შემდეგი პოდკასტი
NEXT.On.ge
100 episodes
6 months ago
ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.
Show more...
Science
Technology
RSS
All content for შემდეგი პოდკასტი is the property of NEXT.On.ge and is served directly from their servers with no modification, redirects, or rehosting. The podcast is not affiliated with or endorsed by Podjoint in any way.
ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.
Show more...
Science
Technology
Episodes (20/100)
შემდეგი პოდკასტი
SizmarAI — სიზმარი ხელოვნურ ინტელექტში
SizmarAI ქართული პლატფორმაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შეუძლია, 10-წამიანი ვიდეოები ჩვენი სიტყვიერი მითითებების საფუძველზე შექმნას. მომდევნო დღეების განმავლობაში საშუალება გვექნება, პლატფორმაზე შევიდეთ და სასურველი სიუჟეტი ჩავწეროთ, ხელოვნური ინტელექტი კი დაახლოებით ერთ წუთში ხუთკადრიან ვიდეოს შექმნის.   როგორც სტარტაპის განცხადებიდან ვიგებთ, სისტემა მუდმივად განახლდება და დაიხვეწება. ეს გვაფიქრებს იმაზე, რომ მომავალში არა მხოლოდ ჩვენი სიზმრებისა თუ მცირე ფანტაზიების, არამედ კომპლექსური იდეებისა თუ სიუჟეტების ვიდეო მასალად გარდაქმნა შეგვეძლება. მომავალში შეიძლება ადამიანმა სახლიდან გაუსვლელად ფილმიც კი "შექმნას".   შემდეგ პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია თენგო თადუმაძე, SizmarAI-ის დამფუძნებელი.
Show more...
9 months ago
42 minutes

შემდეგი პოდკასტი
დეზინფორმაციის ტექნოლოგიები — პროპაგანდა ციფრულ სამყაროში
ტექნოლოგიების განვითარების ფონზე დეზინფორმაციის ტექნოლოგიებიც იხვეწება. სულ უფრო საყურადღებო ხდება ის მეთოდები, რომლებსაც აქტორები ციფრულ სამყაროში პროპაგანდისთვის იყენებენ. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ინტერნეტში მოქმედებების ნახევარს ბოტები ასრულებს. ამის პარალელურად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, რომლის გამოყენებითაც დეზინფორმაციის ტექნოლოგიები სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავარკვიოთ თუ როგორ იქმნება თანამედროვე სამყაროში დეზინფორმაცია, ვინ ქმნის მას და რა უნდა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს. ჩვენი სტუმარია სოფო გელავა, დეზინფორმაციის მკვლევარი.
Show more...
10 months ago
1 hour 12 minutes 28 seconds

შემდეგი პოდკასტი
შემდეგი პოდკასტი: დამწერლობის ევოლუცია — როგორი იქნება წიგნის მომავალი
დამწერლობის ცნება ფართოა და ის მხოლოდ ენის ბგერით ელემენტებს არ მოიცავს. ის გვხვდებოდა ნახატებისა და გრაფიკული სიმბოლოების სახითაც. ადამიანს დამწერლობა ერთბაშად არ შეუქმნია, ის დროთა განმავლობაში და საჭიროებებიდან გამომდინარე ვითარდებოდა. თავიდან უნდა ყოფილიყო სიმბოლიკა და უკვე დროსთან ერთად გაჩნდა ის, რასაც დღეს ჩვენ დამწერლობას ვეძახით. ანბანი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, პირველად ფინიკიელებმა შექმნეს. ეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია, რამაც ადამიანის ფიქრები უკვდავყო. თუმცა, დღეს ამით აღარ ვკმაყოფილდებით და ჩნდება შეკითხვა, რა იქნება ციფრულ სამყაროში და როგორ ფორმას მიიღებს მომავალში დამწერლობა? პოდკასტში დამწერლობის ისტორიაზე, ევოლუციასა და მომავალზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია გამომცემელი მამუკა ხანთაძე.
Show more...
11 months ago
1 hour 59 minutes 23 seconds

შემდეგი პოდკასტი
რუსული კანონის ეფექტი — რა ემუქრება მეცნიერებას
მეორე წელია ქართული ოცნება რუსული კანონის დამტკიცებას ცდილობს. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს პროტესტით შეხვდა და გვესმის საფრთხეებზე, რაც ამ კანონის დამტკიცებამ შეიძლება გააჩინოს. შემდეგ პოდკასტში ვსაუბრობთ იმაზე თუ რამდენად ცუდად შეიძლება ეს აისახოს ქვეყანაში მეცნიერებასა და განათლებაზე. ჩვენი სტუმარია ალტე უნივერსიტეტის ციფრულო ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია.
Show more...
12 months ago
1 hour 14 seconds

შემდეგი პოდკასტი
რა შეცვალა სტივენ ჰოკინგმა — ყველაფრის თეორია
სტივენ ჰოკინგი ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი იყო. ის 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცნიერად ითვლება, რომელსაც მრავალი ჰიპოთეზა თუ თეორია უკავშირდება. ჰოკინგს ხშირად აკავშირებენ შავ ხვრელებთან, დიდი აფეთქების თეორიასთან, ყველაფრის თეორიის (ფიზიკის უნიფიკაცია) შემუშავების მცდელობასთან და სხვა მოწინავე სამეცნიერო კონცეფციებთან. შემდეგი პოდკასტის 96-ე ეპიზოდში სწორედ სტივენ ჰოკინგზე ვსაუბრობთ. მიმოვიხილავთ ჰოკინგის მოღვაწეობას, ცხოვრებასა და იმას თუ რა შეცვალა მან მეცნიერებაში. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ლადო რაზმაძე.
Show more...
1 year ago
1 hour 8 minutes 15 seconds

შემდეგი პოდკასტი
კლიმატის ცვლილება — განახლებადი ენერგიის პოტენციალი
1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების შედეგები სულ უფრო აშკარაა. ამის ფონზე, ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანესია და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შესამცირებლად დიდ როლს ასრულებს. შესაბამისი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვით შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს ენერგიის ფლანგვა, სათბურის აირების ემისია და წიაღისეული საწვავის გამოყენება. შემდეგი პოდკასტის 95-ე ეპიზოდში სწორედ განახლებადი ენერგიის პოტენციალზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე.
Show more...
1 year ago
43 minutes 5 seconds

შემდეგი პოდკასტი
ისააკ ნიუტონი — გრავიტაციის ძალა
პოდკასტში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცნიერზე, ისააკ ნიუტონზე ვსაუბრობთ. ბევრს ის ყველა დროის უდიდეს ფიზიკოსად მიაჩნია და ამას აქვს თავისი მიზეზები. სწორედ ნიუტონმა აღწერა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, გააანალიზა/შეისწავლა სინათლე, ჩამოაყალიბა პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება, შეიმუშავა კალკულუსი და რაც მთავარია, აღმოაჩინა გრავიტაცია! თუმცა, ამის გარდა, ის იყო ძალიან უცნაური და საინტერესო პიროვნება. შემდეგი პოდკასტის 94-ე ეპიზოდში სწორედ ამ ყველაფერზე მოგითხრობთ. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ირაკლი ჯოხაძე.
Show more...
1 year ago
1 hour 14 minutes 23 seconds

შემდეგი პოდკასტი
გლობალური დათბობა — რა იცვლება საქართველოში
გლობალური დათბობის ტემპი სულ უფრო ჩქარდება — კლიმატის ცვლილების შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს. 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია. გლობალურ გამოწვევებთან ერთად, საინტერესოა რა მდგომარეობაა საქართველოში: რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა ცვლილებებია შესამჩნევი ჩვენს ქვეყანაში და რაც მთავარია, რა უნდა ვქნათ ამ პროცესებთან ადაპტირებისთვის. შემდეგი პოდკასტის 93-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ. ჩვენი სტუმარია მარიამ დევიძე, გარემოს დაცვითი ექსპერტი და კლიმატის ცვლილებების მკვლევარი.  
Show more...
1 year ago
1 hour 2 minutes 23 seconds

შემდეგი პოდკასტი
CES 2024 — მომავლის ტექნოლოგიები
სულ ცოტა ხნის წინ ტექნოლოგიური შოუ CES 2024 გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიებაა, სადაც მოწინავე ტექკომპანიები მომავლის ტექნოლოგიებს წარადგენენ. ფესტივალზე, ციფრული მოწყობილობების გარდა, დიდი დრო დაეთმო უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტს. შემდეგ პოდკასტის 92-ე ეპიზოდში CES 2024-ს მიმოვიხილავთ. გიყვებით იმაზე, რაც CES 2024-ზე არ უნდა გამოგრჩენოდათ. ჩვენი სტუმარია ანტერპრენერი და ტექნოლოგიების ენთუზიასტი, ბექა ზაქაიძე.
Show more...
1 year ago
1 hour 31 minutes 59 seconds

შემდეგი პოდკასტი
კლიმატის ცვლილება — როგორია პლანეტის მომავალი
კლიმატის ცვლილება სულ უფრო ჩქარდება — გლობალური დათბობის შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს. 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია. რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში ადამიანს და რა უნდა ვქნათ ამ პროცესების შესანელებლად? — შემდეგი პოდკასტის 91-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ. ჩვენი სტუმარია გიორგი მუხიგულიშვილი, მკვლევარი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით.
Show more...
1 year ago
56 minutes 53 seconds

შემდეგი პოდკასტი
თოფები, მიკრობები და ფოლადი — კულტურების ევოლუცია
თოფები, მიკრობები და ფოლადი — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე მეცნიერის, ფიზიოლოგიისა და ბიოფიზიკის დოქტორის, ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევარისა და ბიოგეოგრაფის, ჯარედ დაიმონდის მთავარი ნამუშევარია. - როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოებები?- რა საიდუმლო იმალება მათი უთანასწორობის მიღმა?- რატომ დაიპყრეს, განდევნეს ან გაანადგურეს ევრაზიელებმა მკვიდრ ამერიკელთა, ავსტრალიელთა და აფრიკელთა დიდი ნაწილი და არა – პირიქით?! ეს იმ მნიშვნელოვანი შეკითხვების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დიამონდი თავის წიგნში სცემს პასუხს. შემდეგი პოდკასტის 90-ე ეპიზოდში ჯარედ დაიმონდის უმნიშვნელოვანეს წიგნზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ნიკა სამუშია, რომელმაც წიგნი ინგლისურიდან ქართულად თარგმნა.
Show more...
1 year ago
57 minutes 57 seconds

შემდეგი პოდკასტი
თანამგზავრული ინტერნეტი — Starlink საქართველოში
ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ საქართველო უკვე იმ ქვეყნების სიაშია, სადაც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტია ხელმისაწვდომი. Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე თანამგზავრული ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ინტერნეტს მთელ მსოფლიოში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადგილებისთვის, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. შემდეგი პოდკასტის 89-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ Starlink-ზე და იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს ინტერნეტის მომავალი. ჩვენი სტუმარია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, გიორგი ლუბარეცი.
Show more...
1 year ago
36 minutes

შემდეგი პოდკასტი
ტელესკოპები — როგორ დავინახოთ სამყარო
ტელესკოპი ბერძნული სიტყვაა და ის შორს ხედვას ნიშნავს. პირველი ასეთი ხელსაწყო ჰოლანდიაში, მე-17 საუკუნის დასაწყისში შექმნეს. დროსთან ერთად ეს ტექნოლოგია იხვეწებოდა და მეოცე საუკუნეში გამოჩნდა კოსმოსური ტელესკოპებიც. დღეს გვაქვს ისეთი მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი, როგორიც ჯეიმს ვებია და ამასთან, ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი, სამოყვარულო ტელესკოპი. შემდეგი პოდკასტის 88-ე ეპიზოდში ტელესკოპებზე ვსაუბრობთ. მიმოვიხილავთ როგორც ამ ტექნოლოგიის ისტორიას, ისე აწმყოსა და მომავალს. პოდკასტი ასევე საინტერესო იქნება მისთვის, ვისაც ახლო მომავალში თავად აქვს ტელესკოპის შეძენა გადაწყვეტილი. ჩვენი სტუმარია სერგი კაპანაძე, აბასთუმანის ობსერვატორიის მკვლევრი და ფიზიკის დოქტორი.
Show more...
1 year ago
1 hour 20 minutes 31 seconds

შემდეგი პოდკასტი
თავისუფალი ნება — გვაქვს თუ არა არჩევანი
რა არის თავისუფალი ნება და გვაქვს თუ არა ის? ეს ის შეკითხვაა რასაც დღეს თანამედროვე მეცნიერება სვამს. ნეირომეცნიერები გვეუბნებიან, რომ ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეყრდნობა ბიოლოგიას, აღზრდას, გარემოებებსა და ცვალებადობებს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, უბრალოდ "ბიოლოგიური მანქანები" ვართ. თუ თავისუფალი ნება ილუზიაა, მაშინ მორალური პასუხისმგებლობებიც მოჩვენებითია. ჩვენ უბრალოდ ვხედავთ შედეგს იმისას თუ რას ვაკეთებთ და ვერ ვმართავთ მას?! პოდკასტში სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის გაგებას ვცდილობთ. ჩვენი სტუმარია გიორგი მამალაძე, გამომგონებელი და პროგრამისტი, რომელიც ამჟამად მიუნხენში, კომპანია Siemens-ში მუშაობს.
Show more...
1 year ago
1 hour 46 minutes 35 seconds

შემდეგი პოდკასტი
ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი — სამხედრო ტექნოლოგია
7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, ღაზადან ისრაელზე თავდასხმა დაიწყო. სარაკეტო შეტევებს ჰამასის ტერორისტების აქტივობაც მოჰყვა. დღეს ისრაელი და ჰამასი ერთმანეთზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებენ. ამის პარალელურად მუშაობს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათი. გავრცელდა (დაუდასტურებელი) ინფორმაცია იმაზე, რომ ისრაელი რკინის სხივს, ლაზერულ თავდაცვით სისტემასაც იყენებს. ამის პარალელურად საინტერესოა ის ტექნოლოგია, რომელსაც ღაზაში ტერორისტები რაკეტების დასამზადებლად იყენებენ. პოდკასტში ვსაუბრობთ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტზე — განვიხილავთ იმას თუ რა სამხედრო ტექნოლოგიას იყენებენ მხარეები. ჩვენი სტუმარია გიორგი ანთაძე, ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებების სპეციალისტი.
Show more...
1 year ago
1 hour 55 seconds

შემდეგი პოდკასტი
ადამიანის ევოლუცია — როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი სახეობა
ჩვენამდე დედამიწაზე ბევრი "ადამიანი" დააბიჯებდა. ჩვენ (ჰომო საპიენსი) დაახლოებით 200 000 წლის ვართ, მაგრამ აქამდე იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები, ჰომო ჰაიდელბერგელსები და სხვა. მეტიც, ჰომო საპიენსს ადამიანის სხვა სახეობებთან თანაცხოვრებაც მოუწია. ესენი იყვნენ ნენადერტალელები და დენისოველები. თანამედროვე ადამიანში ამ სახეობების გენებიც კი გვხვდება. და მაინც, რას ნიშნავს ეს? როგორ გაჩნდა ჰომო საპიენსი და ვინ იყო ჩვენამდე? შემდეგი პოდკასტის 85-ე ეპიზოდში სწორედ ამ საკითხის გარკვევას შევეცდებით. ჩვენი სტუმარია ბიოლოგი ვასო გაბუნია.
Show more...
1 year ago
1 hour 53 minutes

შემდეგი პოდკასტი
ენტროპია — სამყაროს ფუნდამენტი და ქაოსი
სამყარო ქაოსისკენ მიექანება და ამაში მთავარი დამნაშავე ენტროპიაა! ენტროპია სამყაროს ფუნდამენტია და ის მოქმედებს ყველაფერზე: გალაქტიკებზე, ვარსკვლავებზე, პლანეტებსა და თქვენს ცხელ ყავაზე! რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მაღალია ენტროპია, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში ნაწილაკები უფრო ქაოსურად მოძრაობენ. ამიტომ, დილის ცხელ ყავას თუ მაგიდაზე დატოვებთ ის გაცივდება და არ გაცხელდება. ფიზიკოსების თქმით, სამყაროს ცვალებადობაც ენტროპიაა. და მაინც, რა არის ენტროპია? ამ ყველაფრის გარკვევაში შემდეგი პოდკასტის 84-ე ეპიზოდში ვეცდებით. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე.
Show more...
1 year ago
1 hour 33 minutes 50 seconds

შემდეგი პოდკასტი
რა არის სიცოცხლე — შეგვიძლია თუ არა მისი გახანგრძლივება
სიცოცხლე და სიკვდილი ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ ბიოლოგიაში ეს ორი ერთმანეთს ავსებს. შესაბამისად, სიბერე ბუნებრივი პროცესია და მას ვერავინ გაექცევა. . . თუმცა, დღეს ბევრი მეცნიერი სიბერეს არა თავისთავად მოცემულობად, არამედ დაავადებად აღიქვამს, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ და ოდესღაც დავამარცხოთ კიდევაც. სიცოცხლის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი კვლევა ტარდება და მნიშვნელოვანი წინასვლაც გვაქვს. და მაინც, იმისთვის, რომ რაღაცა დავამარცხოთ, აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზები ზუსტად ვიცოდეთ. შემდეგი პოდკასტის 83-ე ეპიზოდში სიცოცხლეზე, სიბერეზე, ევოლუციასა და უკვდავებაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ცოტნე ჯავახიშვილი, ბიოლოგი, რომელიც დღეს აშშ-ში მოღვაწეობს.
Show more...
1 year ago
1 hour 31 minutes 50 seconds

შემდეგი პოდკასტი
46 000 წლის გაყინული ჭიები გააცოცხლეს — ქართველი მეცნიერი ისტორიულ კვლევაში
მეცნიერებმა ციმბირის მზრალ ქანებში არსებული, 46 000 წლის განმავლობაში მიძინებული ნემატოდები გააცოცხლეს. ჭიები იმდენად გამძლე არიან, რომ მკაცრ პირობებშიც კი სასიცოცხლო ფუნქციებს დიდი ხნით ინარჩუნებენ. ეს კრიპტობიოზის მდგომარეობაში ყოფნის გზით ხდება.   რაც მნიშვნელოვანია, კვლევას ქართველი მეცნიერი, მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორი, თეიმურაზ კურცხალია ხელმძღვანელობდა.   შემდეგი პოდკასტის 82-ე ეპიზოდში ჩვენი სტუმარი თეიმურაზ კურცხალიაა. ვსაუბრობთ კრიპტობიოზზე, ისტორიულ კვლევასა და მის პოტენციალზე.
Show more...
1 year ago
1 hour 5 minutes 27 seconds

შემდეგი პოდკასტი
ჯეიმს ვები 1 წლისაა — ტელესკოპის მთავარი აღმოჩენები და მიღწევები
1 წლის წინ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ამოქმედდა. ტელესკოპმა, რომელსაც ინჟინერიის საოცრებასაც უწოდებენ, სამყარო ახალი თვალით დაგვანახა. ვებმა შეისწავლა, როგორც ყველაზე შორეული გალაქტიკები, ისე უშუალოდ ჩვენი მზის სისტემაც. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და როგორც მეცნიერები ამბობენ, აისბერგის მწვერვალი. წინ უამრავი აღმოჩენა და გასაოცარი სიახლეა. შემდეგი პოდკასტის 81-ე ეპიზოდში ტელესკოპის პირველ საიუბილეო თარიღს აღვნიშნავთ. ვსაუბრობთ ტელესკოპის ყველაზე საინტერესო აღმოჩენებსა და სურათებზე. ჩვენი სტუმარია მიხეილ ჭაბუკაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეცნიერო ჟურნალისტი.
Show more...
1 year ago
1 hour 24 minutes 46 seconds

შემდეგი პოდკასტი
ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.