Home
Categories
EXPLORE
True Crime
Comedy
Business
Society & Culture
Sports
Health & Fitness
Technology
About Us
Contact Us
Copyright
© 2024 PodJoint
Loading...
0:00 / 0:00
Podjoint Logo
US
Sign in

or

Don't have an account?
Sign up
Forgot password
https://is1-ssl.mzstatic.com/image/thumb/Podcasts115/v4/6e/c3/f7/6ec3f75d-103f-0255-7840-5775cb6add3c/mza_3399013113326647828.jpg/600x600bb.jpg
Marketer.ge Podcast
Marketer.ge
172 episodes
1 day ago
Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი
Show more...
Business
RSS
All content for Marketer.ge Podcast is the property of Marketer.ge and is served directly from their servers with no modification, redirects, or rehosting. The podcast is not affiliated with or endorsed by Podjoint in any way.
Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი
Show more...
Business
Episodes (20/172)
Marketer.ge Podcast
მარკეტერის პოდკასტი | სტარტაპიდან გლობალურ ბრენდამდე: Edumentors-ის ისტორია

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია Edumentors-ის დამფუძნებელი თორნიკე ასათიანი.


ვსაუბრობთ გზაზე რომელიც სტარტაპმა გაიარა.


მარკეტერის პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

Show more...
2 weeks ago
1 hour 4 minutes 39 seconds

Marketer.ge Podcast
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე | მანუჩარ მარკოიშვილი | საინტერესო პოდკასტი

„საინტერესო პოდკასტის“ დღევანდელ ეპიზოდში სტუმრად გვეწვია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშე მანუჩარ მარკოიშვილი. მასთან ერთად განვიხილავთ ჩვენი გუნდის გასვლას ევრობასკეტზე და იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე ელის.

მანუჩარი გვიზიარებს საკუთარ ხედვას საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბოლო წლების პროგრესზე, ასევე თაობათა ცვლის, გუნდში ახალი ტალანტების გამოჩენისა და მომავლის პერსპექტივების შესახებ.

Show more...
1 month ago
24 minutes 50 seconds

Marketer.ge Podcast
სტრესის უხილავი სამყარო | ნინო მარგველაშვილი | საინტერესო პოდკასტი

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მენტალური მდგომარეობა არის ემოციების ოკეანე - ზოგჯერ მშვიდი, ზოგჯერ ბუნდოვანი, ზოგჯერ კი უფსკრული. ყველამ ვიცით სტრესის განცდა, მაგრამ ვერავინ აგვიხსნა რეალურად რა ხდება ჩვენს ორგანიზმში იმ წამს, როდესაც გული იწყებს ფრენას, ხელები კანკალებს და ფიქრები ქაოსურად დარბიან გონებაში

რა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც ვხვდებით "საფრთხეს"? მენტალური ჯანმრთელობა არ ნიშნავს სტრესის არარსებობას - იგი მასთან თანამშრომლობას გულისხმობს და არა ბრძოლას.


საინტერესო პოდკასტის აღნიშნულ ეპიზოდში ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი გვიხსნის, თუ როგორ გავლენას იქონიებს ჩვენი ემოციები ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. რა ხდება, როდესაც გული ჩქარდება სტრესისგან? რატომ ვცდილობთ სოციალურ ქსელებში ყოველთვის ბედნიერი ვიყოთ? და რაც მთავარია როგორ გამოვნახოთ დრო დასვენებისთვის და სიმშვიდისთვის.


საინტერესო პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი

Show more...
1 month ago
1 hour 3 minutes 45 seconds

Marketer.ge Podcast
სუხიშვილები და „თაკარას“ უნიკალური გამოცდილება | თამარ დვალი | საინტერესო პოდკასტი

„საინტერესო პოდკასტის“ ამ ეპიზოდში სტუმრად გვეწვია სუხიშვილების სოლისტი თამარ დვალი. თამარი გვიყვება, როგორ დაიწყო მისი პროფესიული გზა, რა არის მოცეკვავის ცხოვრების ყველაზე რთული მხარე და რას ნიშნავს, იყო სუხიშვილების ნაწილი. დღევანდელ ეპიზოდში ასევე ვსაუბრობთ „თაკარას“ ექსპერიმენტულ სცენაზე, ტრადიციის თანამედროვე ფორმებთან შერწყმაზე და ქართულ ცეკვაში ახალი სუნთქვის პოვნაზე.

Show more...
1 month ago
24 minutes 14 seconds

Marketer.ge Podcast
„რეჰანის“ Youtube გასტრონომია | ანა კოშაძე | საინტერესო პოდკასტი

იუთუბი ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ნიჭიერი ადამიანის თავშესაფრად იქცა, კონტენტის მრავალფეროვნებამ კი საზოგადოების ყურადღებაც ტელევიზიიდან კომპიუტერის ეკრანებისკენ მიიზიდა. „საინტერესო პოდკასტის“ ამ ეპიზოდში ჩვენი სტუმარია ანა კოშაძე, პოპულარული იუთუბ არხის, "რეჰანი"-ს თანაავტორი, რომელიც ქართული კულინარიისა და გასტრონომიის შესახებ ყველაზე საინტერესო კონტენტს ქმნის.


ანა გვიყვება თავისი გზის შესახებ - როგორ დაიწყო "რეჰანი" არხი, რა იყო მისი ძირითადი მოტივაცია ქართული კერძების პოპულარიზაციისთვის და რატომ გადაწყვიტა კულინარიულ მედიასივრცეში შესვლა. ვსაუბრობთ ქართული კერძების ავთენტურობაზე და მათ თანამედროვე ინტერპრეტაციაზე. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ნაამბობი რეგიონებში გასვლების შესახებ, განსაკუთრებით კი მისი გამოცდილება ადგილობრივ ფერმერებთან, ბებიებთან და ტრადიციული რეცეპტების ავტორებთან შეხვედრისას.


საინტერესო პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი

Show more...
1 month ago
40 minutes 28 seconds

Marketer.ge Podcast
ქართული ალტერნატიული მუსიკა ვირუსულ ეპოქაში | Mechanical Rainbow

თუ ფიქრობთ, რომ ტიკ-ტოკი და ქართული ალტერნატიული მუსიკა ერთმანეთს არ ეწყობა, დადუ დონაძემ და ცოტნე ბაღდავაძემ სულ სხვანაირად იფიქრეს და დაამტკიცეს კიდეც.

Mechanical Rainbow - ეს არის ის ბენდი, რომელმაც ქართული მუსიკალური სცენა ისე შეცვალა, რომ ხშირად არც ესმით, რა მოხდა. მათი ისტორია შეიძლება სტუდიაში იწყება, თუმცა საკუთარ ფორმას  ინტერნეტ სამყაროში იძენს.როგორ მუშაობს ქართული ალტერნატიული მუსიკა 15-წამიან ფორმატში? აღმოჩნდა, რომ ტიკ-ტოკი ქართველი მუსიკოსებისთვისაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც კონტენტ გეგმას კრიტიკული როლი ენიჭება.

ამ ეპიზოდში ისმენთ ისეთ ისტორიას, რომელიც ქართული მუსიკალური ინდუსტრიისა და ციფრული ეპოქის უცნაურ, მაგრამ ლოგიკური პერსექტივას გიჩვენებთ.


Show more...
1 month ago
53 minutes 38 seconds

Marketer.ge Podcast
ობიექტივი და მოგზაურობა – რეზი ყენიას თვალით | საინტერესო პოდკასტი

მარკეტერის „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია რეზი ყენია — ფრილანს ფოტოგრაფი და მოგზაური. რეზი გვიზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას ფოტოგრაფიაში და გვიყვება, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში.

რომელია ის ტექნიკური უნარები და მენტალური მიდგომები, რომლებიც ფოტოგრაფის პროფესიულ სტილს განსაზღვრავს? რა როლს თამაშობს სოციალური მედია და ხელოვნური ინტელექტი ფოტოგრაფიის სფეროში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რეზი თავის მოსაზრებებს გვიზიარებს და, ამასთან, დამწყებ ფოტოგრაფებს სთავაზობს რჩევებს, რომლებიც მათ ამ პროფესიაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება.


Show more...
1 month ago
52 minutes 40 seconds

Marketer.ge Podcast
პადელის ბუმი საქართველოში – სპორტი, ბიზნესი და მომავალი | ქეთი ყიფიანი

მარკეტერის „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია პადელის ასოციაციის ხელმძღვანელი — ქეთი ყიფიანი, რომელიც საქართველოში პადელის ბუმის და ასოციაციის საქმიანობის შესახებ გვესაუბრება.

ჩვენი პოდკასტის დღევანდელ ეპიზოდში ქეთი შეეხება პადელის პოპულარობის მიზეზებს, ასოციაციის როლს სპორტის ამ სახეობის განვითარებაში, ასევე იმას, თუ როგორია სპორტის ამ სახეობის მომავალი.


Show more...
1 month ago
22 minutes 43 seconds

Marketer.ge Podcast
ანიმაცია, რომელიც იზრდება ბავშვებთან ერთად – გიორგი მარშანიას ისტორია | საინტერესო პოდკასტი

მარკეტერის „საინტერესო პოდკასტს“ ესტუმრა გიორგი მარშანია, ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციის — „ჟირაფი ჟოზეს“ შემქმნელი, რომელმაც თავისი გამოცდილება და ხედვები გაგვიზიარა.


გიორგი საუბრობს დაუვიწყარი პერსონაჟის შექმნის სპეციფიკაზე, თავისი ახალი პროექტის — „დრაკონი დუქსის“, საქართველოში ანიმაციის სფეროს პერსპექტივებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.



საინტერესო პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი

Show more...
2 months ago
47 minutes 31 seconds

Marketer.ge Podcast
ციფრული ჰორიზონტი – ლადო კანდელაკი ელექტრონულ კომერციაზე | საინტერესო პოდკასტი

ელექტრონული კომერცია იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ინდუსტრიად, რაც მეტყველებს ინტერნეტის ძალაუფლებაზე, მოხერხებულობის მიმზიდველობაზე, სწრაფი მიწოდების მნიშვნელობასა და ნივთების სახლიდან შეძენის უპირატესობაზე - საქართველოში ელექტრონული კომერცია 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან გააქტიურდა და და პიკს 2020-იანი წლებისთვის მიაღწია. საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის ხელმძღვანელი ლადო კანდელაკი გვიყვება საკუთარ განვლილ გზაზე და გვაძლევს რჩევებს თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა ეფექტურად გამოიყენოს ციფრული სივრცე საკუთარი საქმიანობის განთავითარებლად

საინტერესო პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი


Show more...
2 months ago
36 minutes 32 seconds

Marketer.ge Podcast
დისციპლინა, ფოკუსი და მებრძოლი სული – კარატეს გზა ლევან როგავასთან

სახელწოდება “გოჯუ-რიუ კარატე” სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “ძლიერი და რბილი კარატეს სკოლას”. 1930 წელს, ტოკიოში საყოველთაო იაპონური საბრძოლო ხელოვნებების დემონსტრირებისას, ერთ-ერთმა მონაწილემ ჰკითხა ჩოჯუნ მიაგის სტუდენტს, საბრძოლო ხელოვნების რომელ სკოლაში სწავლობდიო. ოკინავაზე დაბრუბებისთანავე სტუდენტმა მოახსენა ჩოჯუნ მიაგის ამ შემთხვევის თაობაზე. ამ უკანასკნელმა კი გადაწყვიტა თავისი სტილისთის  Gōjū-ryū დაერქმია - ასე იწყება ამ ორთაბრძოლის მიმდინარეობის ისტორია, რომელსაც აგერ უკვე რამდენიმე ათწლეულია რაც საქართველოშიც არაერთი მიმდივარი ჰყავს.

სენსეი ლევან როგავასთან ერთად ვსაუბრობთ გოჯუ-რიუს ფილოსოფიაზე, ახალგაზრდების მოტივაციაზე რომ იყვნენ ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელები და გოჯუ რიუს აკადემიის მშენებლობაზე, რომელიც ოქტომბერში უკვე საჯაროდ გაიხსნება.


Show more...
2 months ago
51 minutes 43 seconds

Marketer.ge Podcast
საქართველოს ბანკის AI ტრანსფორმაცია

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ბანკი თქვენს ფინანსურ ჩვევებს უკეთ იცნობს ვიდრე თქვენ საკუთარს. სადაც ხელოვნური ინტელექტი არ არის მხოლოდ ტერმინი, არამედ ყოველდღიური რეალობა, რომელიც ცვლის ათასობით ადამიანის ფინანსურ ცხოვრებას. ეს არ არის მომავლის ფანტაზია - ეს ხდება აქვე, ჩვენს თვალწინ.
საინტერესო პოდკასტის აღნიშნულ ეპიზოდში ვაჟა მანტუასთან და მიხეილ ნადარეიშვილთან ერთად ვსაუბროთ საქარველოს ბანკის AI ტრანსფორმაციაზე, იმ მოდელებზე და მიდგომებზე რომლის დახმარებითაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება მიეწოდება ქვეყნის მასშტაბით მილიონზე მეტ ადამიანს.

საინტერესო პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი

Show more...
2 months ago
59 minutes 2 seconds

Marketer.ge Podcast
სტრატეგია, შოუ და მაფია – გიორგი მგალობლიშვილის თამაში რეალურ ცხოვრებაში

ზოგი მოთამაშე ირგებს მაფიის წევრის როლს, ზოგი კი ხდება ,დანაშაულით სავსე საზოგადოების, სამოქალაქო პირი. ყოველ ღამე მაფია კლავს ერთ ადამიანს, ყოველდღე მშვიდობიან მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა განიხილონ მკვლელობა, აირჩიონ ეჭვმიტანილები და ერთ -ერთი მათგანი სიკვდილით დასაჯონ.

ქართული იუთუბის მაფია უკვე რამდენიმე წელია ერთ-ერთი წამყვანი არხია სოციალურ სივრცეში, რომელსაც თითქმის 200 ათასი გამომწერი და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. „საინტერესო პოდკასტის“ აღნიშნულ ეპიზოდში, მაფიის წამყვანთან, GI2GI-სთან ერთად ვსაუბრობთ მაფიის ღამის განვითარებაზე, იუთუბ კონტენტის სპეფიციკაზე და მნიშვნელოვან ფინალზე, რომელიც სიციალიაში გაიმართება.



Show more...
2 months ago
33 minutes 21 seconds

Marketer.ge Podcast
ფიქრი, წერა და ცხოვრება – ქუცა რუხაძე ფრიალანსზე და მეტზე

ქოფირაითერების იდეების დახმარებით ჩვენამდე უამრავი ისტორია მოდის - ამის უკან კი უამრავი წაკითხული წიგნი, მოსმენილი ალბომი, ნანახი ფილმი და გამოცდილებებია, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთს გვაკავშირებს. გიორგი ქუცა რუხაძესთან ერთად „საინტერესო“ პოდკასტში“ განვიხილავთ იდეების გენერირებს სხვადასხვა ხერხებს და პროფესიისთვის დამახასიათებელ მომენტებს.


საინტერესო პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი

Show more...
2 months ago
55 minutes 22 seconds

Marketer.ge Podcast
ციფრული მკურნალი: Healo-ს გზა და მისია | ანკა მანჯგალაძე

თანამედროვე ცხოვრების სტრესი, ურთიერთობების სირთულეები, ტრავმული გამოცდილება, დეპრესია, შფოთვა და სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობები ხშირად საჭიროებს პროფესიონალურ ჩარევას. ფსიქოთერაპია არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით - ის მეტყველებს ადამიანის ძლიერებაზე და სურვილზე, გაიუმჯობესოს საკუთარი ცხოვრება. Healo-ს დამფუძნებელთან, ანკა მანჯგალაძესთან ერთად ვსაუბრობთ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და იმაზე რომ ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა აღნიშნულ სერვისებზე.

საინტერესო პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი

Show more...
2 months ago
38 minutes 54 seconds

Marketer.ge Podcast
მარკეტერის პოდკასტი | გზამკვლევი მარკეტერებისთვის 2025

2025 წლის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისთვის მნიშვნელოვან რესურსად იქცა Tbilisi School of Communication-ის მიერ უკვე მეორედ გამოცემული ყოველწლიური გზამკვლევი მარკეტერებისთვის. დოკუმენტი შემუშავდა კვლევითი ორგანიზაცია ANOVA-სთან თანამშრომლობით და ეფუძნება თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევებს. მარკეტერის პოდკასტში Comm School-ის დირექტორთან, ნინა ქარჩხაძესთან ვსაუბრობთ ახალ მიგნებებზე მარკეტინგში, ქართული მარკეტინგული ინდუსტრიის ტრენდებზე და გზამკვლევის კვლევის მეთოდებზე.

Show more...
6 months ago
51 minutes 8 seconds

Marketer.ge Podcast
მარკეტერის პოდკასტი | Agile v2: From Good to Grea

როგორ მოვახდინოთ ეჯაილის ლეველაპი და თეორიული წესებიდან ბიზნესის რეალურ საჭიროებებზე მორგება. როგორ არ უნდა შეუშინდეს კომპანია რთული გადაწყვეტილებების მიღებას, მთავარი მიზნის/შედეგების მისაღწევად.

მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი გადაცემის სტუმარია ევროპაბეთის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი - თეო ცერაძე.

Show more...
6 months ago
38 minutes 39 seconds

Marketer.ge Podcast
მარკეტერის პოდკასტი | პლუსი - ლოიალობის სტანდარტი

როგორ ხედავთ PLUS-ის განვითარებას მომავალში და რა როლი ექნება ახალ ტექნოლოგიებს ამ პროცესში? როგორია Plus პლატფორმის გავლენას ბიზნეს სექტორზე, და როგორ შეცვალა ან შეიცვლება ბიზნეს მოდელები? რა შეცვალა 7 წლის განმავლობაში და როგორ ადაპტირდა Plus პროგრამა მომხმარებლის მოლოდინებთან?


ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამის Plus-ის 7 წლის იუბილე, როგორც წლის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მოვლენა. ამ თემაზე სასაუბროდ მარკეტერის პოდკასტს ლევან ჯიქია (საქართველოს ბანკის მთავარი კომერციული ოფიცერი - გადახდების მართვის დეპარტამენტი) და ქეთევან ბიჭიაშვილი (საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის მართვის დეპარტამენტის დირექტორი) ესტუმრნენ.


მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

Show more...
1 year ago
36 minutes 57 seconds

Marketer.ge Podcast
მარკეტერის პოდკასტი | ის რაც დროს გაუძლებს

მონუმენტური შენობები სტანდარტული და მარტივი გადაწყვეტებით არ იქმნება.


„ის, რაც დროს გაუძლებს“ - ასე ეწოდება კამპანიას, რომლზე სასაუბროდ მარკეტერის პოდკასტს „ალიანს ჯგუფის“ კომერციული დირექტორი, თემო ბიწაძე, Holy Motors-ის დამფუძნებელი, გიორგი ავალიანი და Highway VFX-ის დირექტორი ლევან ლაფაჩი ესტუმრნენ.


როგორ ახორციელებს ალიანს ჰაილაინი ისტორიული არქიტექტურული პრინციპების გამოყენებას დიზაინში? როგორ გადალახა გუნდმა ის სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო ამ არაორდინალური დიზაინის მშენებლობასთან? რას ნიშნავს „ის, რაც დროს გაუძლებს“ და როგორ გამოიხატა ეს შემოქმედებითი პროცესის დროს?


მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

Show more...
1 year ago
51 minutes 19 seconds

Marketer.ge Podcast
მარკეტერის პოდკასტი | ნებისმიერი პრობლემის მომგვარებელი ბიზნესი

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია სანდრო თავხელიძე. ყოფილი მორაგბე, რომელიც წარმატებული სტარტაპერი გახდა.


სანდრომ პირადი გამოცდილება ბიზნეს იდეად აქცია. საკუთარი იდეის ძალიან დაიჯერა, სხვებიც დაარწმუნა და მათთან ერთად საინტერესო გზა გაიარა. ამ გზაზე იყო ბევრი უარი, წარუმატებლობა, მაგრამ "ვემპლერმა" არაერთხელ დაარწმუნა ინვესტორები რომ ცდებოდნენ. მალევე სტარტაპმა 500 000-ზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.


სანდრო გვიყვება გზას, რომელიც "ვემპლერმა" და მისმა გუნდმა გაიარეს.


მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ "საქართველოს ბანკი ბიზნესი"


Show more...
1 year ago
1 hour 11 minutes 34 seconds

Marketer.ge Podcast
Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი