ხმოვანი შეტყობინება ბარბის ნაინოსგან
გამოვა თუ არა საქართველოში ანონიმურ ალკოჰოლიკთა წრე? რა მოფრინავს კოსმოსიდან დედამიწისკენ და რა უნდათ ჩვენგან? სად უფრო მეტი ოქრო და ბრილიანტია, კოსმოსში თუ ქოცების სეიფებში?
რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, პოდკასტინგისგან დასვენებული ნაინო და საბა ენერგიაზე არიან და ყველაზე გარეიჯბეითებენ! კენჭი საიდან უნდა გაიტაროთ? ცხენით თუ როლეკ კოსტერით? პეკინური ბიკინი სჯობს თუ ელიავას ღიპიანი კაცები? და ბოლოს, კაცი მაჭანკლებიდან რასიზმზეც გადავედით და ყველას გეჩხუბეთ, ვისაც შავკანიანი სნეიპი არ გევასებათ :დ
ქართული იუმორი, ჩვენი იუმორი, ბრიტანული იუმორი, ზოგადად იუმორი და ცოტა ფილოსოფიაც.
ამ ეპიზოდში ნაინო და საბა საუბრობენ ცოტას ჭამაზე, ცოტას ფილოსოფიაზე და ბევრს იუმორზე - ანუ მართლა გაგართობენ! მართლა!
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიზიარებს, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში ახალშობილის გაჩენის შემდეგ, ნაინო კი გვიზიარებს, რა კავშირია მის მოტეხილ კოჭსა და ძროხის ჩლიქებს შორის.
რა შეიძლება აღმოგვაჩენინოს ტომ სოიერის დიდობაში წაკითხვამ, იცვლება თუ არა ხალხი და სამყარო? რატომ ვერ იტანენე ერთმანეთს ლიბერალები, ვის როგორ გვესმის განსხვავებული აზრის პრინციპი და ბაყაყების გადარჩენა აუზებში.
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიზიარებს, როგორ გადაკვეთა 8 თვის ორსულმა საფრანგეთი მანქანით, და ნაინო იხსენებს, როგორ მიიღო მონაწილეობა მერობის არჩევნებში.
ეპიზოდის ბოლოში გვაქვს სახალისო ბონუსი!
ამ ეპიზოდის ტრანზიტი უფრო ხავერდოვნად წაიღო, შეიძლება ითქვას, რომ ეს რუბრიკა დაიხვეწა. ამ ეპიზოდში საბა და ნაინო განიხილავენ ვიეტნამსა და კამბოჯაში წარმოქმნილ უცნაურ ბიზნეს ბუმს. ბარბის (თოჯინის) ფენომენზე - როგორც პოპ-კულტურის მოვლენაზე და რა თქმა უნდა, მათი შინაგანი ბავშვობის დროინდელი ტრავმებიც გაჰკივიან 90-იანების ტკივილზე და პატარ-პატარა სალბუნებზე
*ლეობის რომანტიზება, მაფია, ბოდი იმიჯი, სერიალები.
ამ ეპიზოდში ნამდვილ ტრანზიტებს გთავაზობთ, ჯერ კომფორტულად ფრენაზე ვსაუბრობთ, მერე საყვარელ შოუებსა და სერიალებზე, იუმორის ხელოვნებაზე, მაფიაზე და ბავშვობის კომპლექსებზე. რას უსმენთ? - ყველაფერი რაც კარგია - ეს ეპიზოდი ამ ფრაზის განსხეულებაა 😀
(პირველი 8 წუთი ნაინოს მიკროფონს აქვს ხარვეზი, ბოდიში მოგვითხოვია)
საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური თოქშოუები.
ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოლფიო პოპკულტურა
ნაინო და საბა ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ.
ამ ეპიზოდში ვკითხულობთ ერთმანეთის ამბებს და, ჩვენი მსმენელის ინსპირაციით, განვიხილავთ ჩვენს გამოცდილებებს ტოქსიკურ ურთიერთობებთან პირად და კორპორატიულ გარემოში.
ამ ეპიზოდში ვსტუმრობთ შორეულ ამერიკას, საბა გვიყვება ამერიკაში ემიგრაციაზე, ვიკვლევთ, როგორია ცხოვრება ნიუ იორკში, ვერკვევით ამერიკის პოლიტიკის ანა-ბანაში და ვიგებთ სიმართლეს ამერიკული პოლიციის შესახებ.
ამ ეპიზოდში გაიგებთ: იცნობს თუ არა ბიორკს პირზე კოცნით ჩვენი მეგობარი ნინო (პიკო), ჭირდება თუ არა პოლიცია ისლანდიას და, როგორია ორსულობა და მშობიარობა გეიზერების ქვეყანაში.
ამ ეპიზოდში ვცდილობთ მივაგნოთ პასუხს კითხვაზე: “გვეშველება რამე?!”
ამ ეპიზოდის მეორე ნაწილში განვიხილავთ, შევჭამდით თუ არა ჩიტის ნერწყვის სუპს, რა არის ტაილანდური პინგ-პონგ შოუ, როგორია ტაილანდური დრეგ კულტურა და ტაქსი ტაილანდში.
ამ ეპიზოდის პირველ ნაწილში ნაინო გვიზიარებს, როგორია შვებულება უცხო ადამიანებთან ჯგუფური ტურით, რატომ ეძახიან ტაილანდს “ღიმილის ქვეყანას” და მოყვება თუ არა happy end ტაილანდურ მასაჟს.
ამ ეპიზოდში ნაინო საუბრობს მიმდინარე პროტესტში მონაწილეობის პოზიტიურ ემოციებზე, და ბარბარა გვიყვება, როგორია პროტესტის კულტურა საფრანგეთში.
ამ ეპიზოდში ვსტუმრობთ ჩვენი მეგობრის, თამთა ჯაფარიძის, სტუდია “ლევიოსას”. თამთა გვიზიარებს, როგორ დაიწყო ბიზნესი მცირეწლოვანი ბავშვით ხელში, რა წინააღმდეგობები გადალახა და რა ამოტივირებს. ბარბარა იხსენებს წამოწყებულ ბიზნესებს საქართველოში და საფრანგეთში, ნაინო განიხილავს, რატომ არ ხსნის საშაურმეს და ყველანი ერთად ვიხსენებთ ჩვენი მეგობრობის ისტორიებს.
ამ მოკლე ამონარიდ ეპიზოდში, ბარბარა გვიზიარების სამშობლოს დატოვების გლოვის ეტაპებს და განვიხილავთ ახალ ქვეყანაში ინტეგრაციის სირთულეებს
ამ ეპიზოდში ვმოგზაურობთ ტოკიოში, ჩვენი მეგობარი ტოტო გვიყვება, როგორ გახსნა ქუჩის გალერეა უცხო ქვეყანაში, გვიზიარებს შთაბეჭდილებებს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ და ერთად ვიხსენებთ, როდის დავლიეთ პირველად არაყი “აბსოლუტი”.