კომპოზიტორი დროსა და სივრცეში!
ეპიზოდში მოისმენთ ინტერვიუს კომპოზიტორ არჩილ გიორგობიანთან.
საუბარია კომპოზიტორზე, როგორც შემოქმედზე და ბეთჰოვენზე როგორც დიდ ფენომენზე.
ამ ეპიზოდში აგრეთვე მოისმენთ არჩილ გიორგობიანის უახლეს ნაწარმოებს - "სუვენირი" და რა თქმა უნდა ბეთჰოვენის "Grosse Fuge" - დიდ ფუგას.
თეას პოდკასტის მე-4 და ბოლო ეპიზოდი პოდკასტების პირველი ციკლიდან - ზღვა.
კლოდ დებიუსის სამი სიმფონიური ესკიზი - "ზღვა".
ასრულებს ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ჰერბერტ ფონ კარაიანის დირიჟორობით.
ზღვა, გოეთე და ბეთჰოვენის მუსიკა.
ლ. ვან ბეთჰოვენი - კანტატა "მშვიდი ზღვა და ბედნიერი მგზავრობა"
ორკესტრი - "The Orchestre Révolutionnaire et Romantique" (ORR), გუნდი "The Monteverdi", დირიჟორი - სერ ჯონ ელიოტ გარდინერი.
ამ ეპიზოდში მოვისმენთ ანტონიო ვივალდის კონცერტს "შტორმი ზღვაზე", ვიოლინოს, სიმებიანი საკრავებისა და ბასო კონტინუოსათვის, RV 253.
ანსამბლი "Academia Bizantina"-სა და მევიოლინე სტეფანო მონტანარის შესრულებით მოვისმენთ თუ როგორ წარმოედგინა ვივალდის შტორმი ზღვაზე.