Home
Categories
EXPLORE
True Crime
Comedy
Business
Society & Culture
History
Sports
Health & Fitness
About Us
Contact Us
Copyright
© 2024 PodJoint
00:00 / 00:00
Sign in

or

Don't have an account?
Sign up
Forgot password
https://is1-ssl.mzstatic.com/image/thumb/Podcasts221/v4/d0/ff/35/d0ff35d6-705f-b107-43c8-4e93152ab3c7/mza_8256494431791898798.jpg/600x600bb.jpg
საუბრები ნაპოლეონზე
Alexander Mikaberidze and Nika Khoperia
88 episodes
9 months ago
’Conversations about Napoleon” is the first Georgian language podcast dedicated to the Napoleonic Era. It explores not only the life of Napoleon Bonaparte but also major political, military, social and cultural developments in Europe and beyond between 1789 and 1815. პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე” შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი ნიკა ხოფერია.
Show more...
History
Education
RSS
All content for საუბრები ნაპოლეონზე is the property of Alexander Mikaberidze and Nika Khoperia and is served directly from their servers with no modification, redirects, or rehosting. The podcast is not affiliated with or endorsed by Podjoint in any way.
’Conversations about Napoleon” is the first Georgian language podcast dedicated to the Napoleonic Era. It explores not only the life of Napoleon Bonaparte but also major political, military, social and cultural developments in Europe and beyond between 1789 and 1815. პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე” შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი ნიკა ხოფერია.
Show more...
History
Education
Episodes (20/88)
საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 87: ნაპოლეონ III და მეორე იმპერია
გრძელი პაუზის შემდეგ, დავუბრუნდით საყვარელ საქმეს, ამჯერად ნაპოლეონ III-სა და საფრანგეთის მეორე იმპერიის აღზევებასა და დაცემაზე სასაუბროდ. 
Show more...
10 months ago
2 hours 40 minutes 38 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 86: ეჰ რიდლი, რიდლი....
  დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ ვბრუნდებით ახალი ჩანაწერით, რისი მიზეზიც სერ რიდლი სკოტის ახალი მხატვრული ფილმი, "ნაპოლეონია." დიდი იმედები გვქონდა რომ სერ რიდლი ჯეროვნა წარმოაჩენდა ნაპოლეონის ეპოქას, მაგრამ სამწუხაროდ ფილმი საკმაოდ მოიკოჭლებს...
Show more...
1 year ago
51 minutes 50 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 85: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 4
ნაპოლეონის შეხვედრა ავსტრიის ელჩთან ბარონ ვინსენთან ქალაქ ერფურტში 1808 წელს. ნაპოლეონსა და ავსტრიელი ელჩს შორის დგას ტალეირანი, ხოლო რუსეთის მეფე ალექსანდრე ნახატის მარჯვენა მხარეს არის გამოსახული. (ნიკოლას კოსეს ნახატი)   დღეს ვსაუბრობთ ტალეირანის და ნაპოლეონის ურთიერთობაზე 1807-1809 წლების გარდამტეხ პერიოდში როდესაც ტალეირანმა თანდათანობით დაუპირისპირდა იმპერატორს.
Show more...
3 years ago
45 minutes 55 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 84: ნაპოლეონის ანდერძი, 1821 წ.
დღეს ნაპოლეონის გარდაცვალების 201-ე წლისთავია, ამიტომ გადავწყვიტეთ გვესაუბრა ნაპოლეონის ანდერძის თაობაზე. 
Show more...
3 years ago
37 minutes 27 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 83: უკანასკნელი ბრძოლა -წმ. ელენეს კუნძული, 1815-1821 წწ.
"ნაპოლეონის გარდაცვალება" (ბარონ შარლ სტობენის ნახატი)   დღეს განვიხილავთ ნაპოლეონის ცხოვრების უკანასკნელ პერიოდს, წმ. ელენეს კუნძულზე გატარებულ წლებს.
Show more...
3 years ago
48 minutes 29 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 82: გზა წმ. ელენესკენ
ნაპოლეონი ბრიტანულ ხომალდ „ბელეროფონზე" 1815 წელს (უილიამ ორცარდსონის ნახატი)   ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „საუბრები ნაპოლეონზე" ბრუნდება ახალი ეპიზოდით, რომელშიც ჩვენ ვისაუბრეთ ვატერლოოს ბრძოლაში მარცხის შემდეგ იმპერატორის განწყობასა და მომავლის ხედვაზე, საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე; შევეხეთ ნაპოლეონის გადადგომის გარემოებებს, მისი საფრანგეთიდან ამერიკაში უსაფრთხოდ გაყვანის გეგმებს, მიმოწერას ინგლისის პრინც-რეგენტთან, ტყვეობას ბრიტანულ ხომალდ „ბელეროფონზე" და ბოლოს, ნაპოლეონის მეორედ, ამჯერად, წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებაზე.
Show more...
3 years ago
50 minutes 54 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 81: ვატერლოოს კამპანია, ნაწილი 2
ნაპოლეონი ვატერლოოსთან ბრძოლის დროს (იპოლიტ ბელანჟეს ნახატი)  
Show more...
4 years ago
1 hour 1 minute 1 second

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 80: ვატერლოოს კამპანია, ნაწილი 1
ნაპოლეონი (ერნესტ კროფტის ნახატი, 1888 წ.)   დღეს დავიწყეთ ნაპოლეონის უკანასკნელი კამპანიის მიმოხილვა, ვისაუბრეთ ნაპოლეონის და მისი მოტოქეების ჯარების ზოგად განლაგებაზე და გეგმებზე.    
Show more...
4 years ago
43 minutes 6 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 79: "ასი დღე," 1815 წლის მარტი-ივლისი
ფრანგული კარიკატურა რომელიც ადარებს ნაპლეონს მეფე ლუდოვიკო XVIII-ს   დღეს მიმოვიხილავთ ნაპოლეონის მეორე მმართველობის პერიოდს, რომელიც გაგრძელდა 110 დღეს, 1815 წლის 20 მარტიდან 8 ივლისამდე.
Show more...
4 years ago
47 minutes 21 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 78: უელინგტონის ტრიუმფი, ნაწილი 2
ართურ უელსლი, უელინგტონის ჰერცოგი (თომას ლოურენსის ნახატი)   პოდკასტში ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის ომების ბრიტანელ მხედართმთავარზე, სერ ართურ უელესლიზე, უელინგტონის ჰერცოგზე. ძირითადი თემა არის ნახევარკუნძულის ომი (Peninsular War), რომელიც 1808-დან 1814 წლამდე გაგრძელდა. განვიხილავთ უელინგტონის მოღვაწეობას პორტუგალიასა და ესპანეთში, მის ბრძოლას ნაპოლეონის მარშლებთან და ინგლისელების შეჭრას საფრანგეთში 1814 წელს, როდესაც მოკავშირეებმა აიძულეს ნაპოლეონი, გადამდგარიყო ტახტიდან.
Show more...
4 years ago
59 minutes 52 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 77:”რკინის ჰერცოგი,” ართურ უელესლი, ნაწილი 1
26 წლის ართურ უელესლი ბრიტანული ჯარის ლეიტენანტ პოლკოვნიკის ფორმაში (ჯონ ჰოფნერის ნახატი) დღევანდელი პოდკასტი წარმოადგენს პირველ ნაწილს ჩვენი საუბრისა სერ ართურ უელსლიზე, მომავალ უელინგტონის ჰერცოგზე.უელესლი იყო ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი რომელმაც დიდი ღვაწლი შეიტანა ნაპოლეონის დამარცხებაში. ცნობილი თავისი უმკაცრესი გამომეტყველებით და გესლიანი ხასიათით - თანამედროვეევი აღნიშნავდნენ რომ  ზრდასრულ კაცებს ტირილამდე მიიყვანდა ხოლმე - უელსლი კონტრასტული ადამიანი იყო. ერთის მხრივ მოკრძალებული გემოვნების და მოთხოვნების კაცი, რომელიც, ამავე დროს, ცნობილი იყო თავისი სექსუალური მადით; ბასრი გონების პატრონი, რომელიც ინტელექტუალური ქედმაღლობით იყო ცნობილი; მას გააჩნდა მოვალეობის განსაკუთრებული გრძნობა მაგრამ ამავე დროს უსამართლოდ მოპჯყრობა და საკუთარი შეცდომების სხვებისთვის დაბრალებაც სჩვეოდა. მის არწივისებურ ცხვირთან ერთად, ის გამოირჩეოდა უჩვეულო სიცილით, ზოგს რომ ცხენის ჭიხვინს აგონებდა. მაგრამ რაც მთავარია უელინგტონს გააჩნდა დიდი სამხედრო და პოლიტიკური ნიჭი რაც მან არაერთხელ ნათლად წარმოაჩინა თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში.  ჯარისკაცების მიმართ უელსლი იყო მკაცრი და მომთხოვნი მაგრამ „ბებერი ცხვირა“ (Old Nosey), როგორც მას უწოდებდნენ ჯარში, ასევე სარგებლობდა დიდი ნდომით და მხარდაჭერით რამაც ხელი შეუწყო მას სამხედრო ველზე გამარჯვებების მოპოვებაში.
Show more...
5 years ago
1 hour 53 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 76:"არწივის გადაფრენა," 1815 წ. მარტი.
დღეს ნაპოლეონის დაბადების 251-ე წლისთავია, ხოლო ჩვენი პოდკასტის მეოთხე დაბადების დღე! დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის, თქვენს გარეშე ეს პროექტი ნამდვილად არ იარსებებდა!   ნაპოლეონის და ჯარისკაცების შეხვედრა დაბა ლაფრეითან, 1815 წლის 7 მარტს   დღეს გთავაზობთ მორიგ ეპიზოდს, რომელშიც განვიხილავთ "არწივის გადაფრენას" - ნაპოლეონის მსვლელობას ხმელთაშუაზღვის სანაპიროდან პარიზამდე 1815 წლის მარტში.  
Show more...
5 years ago
43 minutes 3 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 75: ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე, 1814 წ. მაისი-1815 წ. თებერვალი
  ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე (ორას ვერნეს ნახატი)     პოდკასტში ჩვენ ვსაუბრობთ ნაპოლეონის კუნძულ ელბაზე გადასახლების პერიოდზე, მის რეფორმებსა და კუნძულის აღმშენებლობაზე; ასევე ვენის კონგრესის მონაწილე ქვეყნების გეგმებზე, საფრანგეთში არსებულ მდგომარეობაზე და ნაპოლეონის კიდევ ერთ საბედისწერო გადაწყვეტილებაზე.
Show more...
5 years ago
43 minutes 30 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 74: ნაპოლეონის გამოსათხოვარი, 1814 წ. აპრილი
ნაპოლეონი ემშვიდობება იმპერიული გვარდიის ნაწილებს ფონტენბლოში, 1814 წლის 20 აპრილს.   დღევანდელ ეპიზოდში განვიხილეთ 1814 წლის აპრილის მოვლენები როდესაც ნაპოლეონმა და მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს ფონტენბლოს ხელშეკრულებას და ნაპოლეონი წავიდა თავის პირველ გადასახლებაში კუნძულ ელბაზე.
Show more...
5 years ago
1 hour 10 minutes 14 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 73: "მოღალატე მარშალი?" ოგიუსტ მარმონი
  დღევანდელ პოდკასტში გადავწყვიტეთ გვესაუბრა ნაპოლეონი მარშალზე ოგიუსტ მარმონზე, რომელმაც საინტერესო და რთული ცხოვრება განვლო. ნაპოლეონის ახალგაზრდობის მეგობარი, მას მრავაწლიანი ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ნაპოლეონთან, მრავალი დაბრკოლება გადალახა და დიდი წარმატებებსაც მიაღწია. მაგრამ ყოველივე ამას ხაზი გადასვა 1814 წლის აპრილის პირველ კვირას. მას შემდეგ მარმონი აღარ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ Raguse...
Show more...
5 years ago
1 hour 46 minutes 56 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 72: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 4
ამ ეპიზოდში ჩვენ ვსაუბრობთ 1814 წლის კამპანიის ბოლო ეტაპზე - კრაონის, ლაონისა და არს სიურ ობის ბრძოლებზე, ნაპოლეონისა და მოკავშირეების ბოლო საზავო მცდელობაზე. 1814 წლის 31 მარტს მოკავშირეებმა აიღეს პარიზი.
Show more...
5 years ago
57 minutes 14 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 71: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 3
  ნაპოლეონი 1814 წელს (პოლ დელაროშის ნახატი)   დღეს ვასრულებთ 1814 წლის კამპანიის მეორე ეტაპის განხილვას როდესაც ნაპოლეონმა შეძლო მოკავშირეთა რიცხობრივად უპირატესი ჯარების შეცერება და უკუგდება. მაგრამ ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე მოპოვებული წარმატების მიუხედავად, ნაპოლეონმა ვერ შეძლო სტრატეგიული წარმატების მოპოვება და ომი გაგრძელდა.
Show more...
5 years ago
19 minutes 54 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 70: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 2
  დღევანდელ პოდკასტში განვიხილავთ ნაპოლეონის მიერ ჩატარებულ ბრწყინვალე ოპერაციას რომელიც "ექვს დღიანი კამპანიის" სახელითაა ცნობილი. 1814 წლის 9-14 თებერვალს ნაპოლეონმა გამოიყენა მოკავშირეთა მიერ დაშვებული შეცდომები და ოთხ დღეში ოთხჯერ დაამარცხა ბლიუხერის სილეზიის არმია.
Show more...
5 years ago
25 minutes 44 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 69: ნაპოლეონის დაცემა, 1814 წ. - ნაწილი 1
ჟან-ლუი-ერნესტ მესონიეს ცნობილი ნახატი, "საფრანგეთის კამპანია, 1814 წ." პოდკასტში განვიხილავთ ნაპოლეონისა და მეექვსე კოალიციის ომს 1814 წლის ზამთარში, მათ შორის დაზავების მცდელობას და საბრძოლო მოქმედებებს ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში, შამპანის რეგიონში.
Show more...
5 years ago
47 minutes 54 seconds

საუბრები ნაპოლეონზე
ნაწილი 68: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 3
  მრავალსახოვანი ტალეირანი (1815 წელს გამოცემული ფრანგული კარიკატურა)   დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ცნობილი ფრანგი დიპლომატის შარლ მორის დე ტალეირანის ცხოვრებაზე და კარიერაზე. ამჯერად განვიხილავთ 1800-1806 წლების პერიოდს როდესაც ტალეირანი მსახურობდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.    
Show more...
5 years ago
43 minutes

საუბრები ნაპოლეონზე
’Conversations about Napoleon” is the first Georgian language podcast dedicated to the Napoleonic Era. It explores not only the life of Napoleon Bonaparte but also major political, military, social and cultural developments in Europe and beyond between 1789 and 1815. პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე” შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი ნიკა ხოფერია.