Home
Categories
EXPLORE
True Crime
Comedy
Society & Culture
Business
Sports
Health & Fitness
Technology
About Us
Contact Us
Copyright
© 2024 PodJoint
00:00 / 00:00
Podjoint Logo
US
Sign in

or

Don't have an account?
Sign up
Forgot password
https://is1-ssl.mzstatic.com/image/thumb/Podcasts123/v4/3b/4d/cf/3b4dcfe0-b5bc-702f-6118-c23a19876349/mza_11378635231669717609.jpg/600x600bb.jpg
ტექ თოქი
Sandro, David
19 episodes
9 months ago
ვრცელი საუბრები სხვადასხვა ტექნიკურ თემაზე, ტექნოლოგიებზე მომუშავე ქართველებთან.
Show more...
Technology
RSS
All content for ტექ თოქი is the property of Sandro, David and is served directly from their servers with no modification, redirects, or rehosting. The podcast is not affiliated with or endorsed by Podjoint in any way.
ვრცელი საუბრები სხვადასხვა ტექნიკურ თემაზე, ტექნოლოგიებზე მომუშავე ქართველებთან.
Show more...
Technology
Episodes (19/19)
ტექ თოქი
AI, ტექ რეცესია და დისტრიბუციული გუნდების მართვა
სიტუაცია ტექნოლოგიების სივრცეში სწრაფად იცვლება. გლობალურმა ეკონომიკურმა ფონმა ერთი წლის წინ მდუღარე სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე დააყენე. წამყვანი გლობალური კომპანიები შემცირებებს მიმართავენ და სინათლე გვირაბის ბოლოს ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ამავდროულად მნიშვნელოვანი გარღვევა გვაქვს ხელოვნური ინტელექტის მხრივ. ფართე ენობრივ მოდელები უკვე ბევრი სხვა საჭირო ფუნქციასთან ერთად, წარმატებით აგენერერიბენ კოდს. ამ ყველაფერზე სასაუბროდ, გამოცდილი სტუმარი მოვიწვიეთ. გოგა ჩოგოვაძე ხელოვნური ინტელექტისა და ღრმა სწავლების ენთუზიასტია. კარიერის განმავლობაში ეკავა დირექტორის პოზიცია Uber(Careem)-ში. სხვადასხვა დროს უმუშვია კომპანიებში: Microsoft, Cisco, VMWare, Oracle/Siebel… არის ენტერპრენერი და ინვესტორი. გოგა ასევე გვესაუბრა დუბაის სტარტაპ ეკოსისტემაზე და დისტრიბუციული გუნდების მართვაზე.
Show more...
2 years ago
2 hours 13 minutes 38 seconds

ტექ თოქი
გიგანტური სისტემები
არსებობენ დისტრიბუციული სისტემები, რომლის მოვალეობაც არის მთელი დედამიწის დატვირთვას გაუძლონ. ასეთი პროდუქტების მომხმარებელი თითეული ჩვენგანი ვართ. მათ გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია უამრავი ბიზნესი თუ კერძო პირი. სწორედ ასეთ სისტემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ დავით რაჭველიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა Google Cloud Storage და Google Search ინფრასტრუქტურაზე, ხოლო ახლა თვითმავალი მანქანების კომპანია, Waymo-ს, სიმულაციის ინფრასტრუქტურას ანვითარებს.
Show more...
2 years ago
1 hour 33 minutes 13 seconds

ტექ თოქი
თამაშების შექმნა
თუ თამაშების შექმნა გაინტერესებს, ეს საუბარი თქვენთვის იყო. ეს სფერო, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების თანაკვეთაში სწრაფად ვითარდება, ძირითადად მოწყვეტილია სხვა ტექნოლოგიური სიახლეებისგან და თუ თვალს ადევნებ, მარტივია ჩამორჩე თანამედროვე ტრენდებს. ზურაბ აბელაშვილი ცოტა ხნის წინ გადავიდა Ubisoft-დან Rockstar Games-ში და თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს.
Show more...
2 years ago
1 hour 19 minutes 1 second

ტექ თოქი
სამხედრო ტექნოლოგიები
რუსეთის აგრესიამ უკრაინაში გააღვიძა ინტერესი სამხედრო ტექნოლოგიების მიმართ. თუ აქამდე ეს ვიწრო წრის ყურადღებას იპყრობდა, ახლა უკვე დაინტერესება ყველა მხრიდან იგრძნობა, რაც ბევრ ქვეყანაში გაზრდილ დაფინანსებაში გამოიხატება. მაშინ როცა სამომხმარებლო ტექნიკაში კარგად ვერკვევით, საინტერესოა განვითარების რა ეტაპზეა საბრძოლო ტექნიკა. ჩვენი სტუმარი იყო უჩა აბაშიძე, რომელიც გარდა იმისა რომ ფიზიკოსი და დეველოპერია, ასევე მრავალწლიანი ცოდნა აქვს სამხედრო საქმეში. ომის დაწყებიდან უჩა მუდმივად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს და იშვიათ სანდო წყაროდ იქცა. ვისაუბრეთ დრონებზე, სტარტაპებზე, ჰიპერსონიკ თვითმფრინავებზე, სტარლინკზე და ელექტრონული ბრძოლის საშუალებებზე. საკმაოდ ვრცელი საუბარი გამოვიდა, რის დროსაც ბევრ საინტერესო საკითხს შევეხეთ.
Show more...
2 years ago
2 hours 20 minutes 49 seconds

ტექ თოქი
Web Summit-ის გამარჯვებული
ქართულმა სტარტაპმა თენეომ პრესტიჟული WebSummit-ის Pitch შეჯიბრში გაიმარჯვა. ჩვენი სტუმარი იყო სტარტაპის დამფუძნებელი და CEO - ანუკი რობაქიძე. Theneo WebSummit-მდე ყველაზე ცნობილ აქსელერატორ YCombinator-ში იყო ჩართული და ცხადია გვერდი ამასაც ვერ ავუარეთ. ვისაუბრებთ: Theneo-ს წარსულსა და მომავალზე, ტექნიკური დოკუმენტაციისადმი Theneo-ს მიდგომაზე, YCombinator-ის გამოცდილებაზე და ინვესტორებთან ურთიერთობაზე.
Show more...
2 years ago
57 minutes 27 seconds

ტექ თოქი
ტექ განათლება საქართველოში
თუ სკოლას ამთავრებ და კარიერის გაგრძელება ტექნოლოგიების სფეროში გსურს, განათლების მისაღებად საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვს, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი სტუმარი იყო ნანა დიხამინჯია, აკრედიტაციის ექსპერტი საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ნანას მიღებული აქვს მონაწილეობა საქართველოს და კოსოვოს უნივერსიტეტების ბევრი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასებაში ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. ვისაუბრეთ: - რამდენად საჭიროა უმაღლესი განათლება კარიერის ტექნოლოგიებში გასაგრძელებლად? - როგორი ტექნოლოგიური განათლების მიღება შეიძლება საქართველოში? - რა სიტუაციაა სხვადასხვა უნივერსიტეტში? განვიხილეთ რამდენიმე პოპულარული სასწავლებელი. - რა შეიძლება შეიცვალოს, რომ უნივერსიტეტებმა უკეთ მომზადებული კადრები მიაწოდონ დასაქმების ბაზარს? - როგორ მიიზიდონ უნივერსიტეტებმა გამოცდილი კადრები ლექტორებად?
Show more...
3 years ago
1 hour 40 minutes 3 seconds

ტექ თოქი
Apache Kafka
ლევან კოხრეიძეს, Principal Engineer კომპანია Wise-დან (ყოფილი TransferWise), ვესაუბრეთ Apache Kafka-ზე. ლევანს აკავშირებს მრავალწლიანი გამოცდილება Apache Kafka-სთან და არის open-source პროექტის აქტიური კონტრიბუტორი. გავარკვიეთ როგორ მუშაობს Apache Kafka, როდის უნდა გამოვიყენოთ, როგორ ხდება მონიტორინგი და სკალირება. ასევე ვესაუბრეთ ტექნიკურ განათლებაზე ესტონეთში.
Show more...
3 years ago
1 hour 35 minutes 43 seconds

ტექ თოქი
ტექ ლიდი ტვილიოდან
შევიხედეთ ტვილიოში და გავარკვიეთ როგორ ფუნქციონირებს კომპანია შიგნიდან. დავითი 3 წელია უკვე ტვილიოს ესტონეთში ოფისში მუშაობს და ამჟამად ტექ ლიდის პოზიციას იკავებს. მან კონკრეტულ მაგალითზე აგვიხსნა როგორ ხდება ახალი დისტრიბუციული სისტემების შემუშავება და დანერგვა. ასევე ვისაუბრეთ ესტონეთზე როგორც ინოვაციური ქვეყნის მოდელზე საქართველოსთვის.
Show more...
3 years ago
49 minutes 55 seconds

ტექ თოქი
Ბლოკჩეინების მასშტაბირება
დღესდღეობით, ბლოკჩეინ სისტემების მთავარი უარყოფითი მხარე ტრადიციულ მონაცემთან ბაზებთან შედარებით ნელი ტრანზქციების შესრულება და მაღალი ფასია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს ჩვენი სტუმარი, რატი გელაშვილი. რატი ერთ-ერთია იმ ჯგუფიდან, რომელიც ნოვიში (მეტა, ყოფილი ფეისბუქი) მუშაობდა დიემ ბლოკჩეინ პროექტზე და ახლა ამ ტექნოლოგიებზე მუშაობას სტარტაპში აგრძელებს. Მათი მიზანია თანამედროვე, სწრაფი და უსაფრთხო ბლოკჩეინის დანერგვა.
Show more...
3 years ago
1 hour 43 minutes 20 seconds

ტექ თოქი
Event Driven Systems
უწყვეტი ინფორმაციის ნაკადის სწრაფი დამუშავება უფრო და უფრო აქტუალური ხდება. კომპიუტერულ თამაშებში, ინდუსტრიულ აპლიკაციებში, მონიტორინგის სისტემებში ან სულაც ჩველებრივ ვებ აპლიკაციებში უკვე ხშირად შეხვდებით სტრიმინგის არქიტექტურას. გიორგი მამალაძესთან ერთად განვიხილეთ არქიტექტურული პატერნები- Event Sourcing და CQRS და ტექნოლოგიები - Apache Kafka და Apache Flink. შეგიძლიათ მოუსმინოთ YouTube-ზე: https://youtu.be/eE4ypoxSNA8
Show more...
3 years ago
1 hour 33 minutes 7 seconds

ტექ თოქი
შრომის სამართალი
იურიდიული ფირმა MKD-ის პარტნიორს, სანდრო სამადბეგიშვილს, ვესაუბრეთ შრომის სამართალაზე საქართველოში. გავარკვიეთ რა შემთხვევაში ითვლება ადამიანი შრომითი ხელშეკრულებით ან ფრილანსერად დასაქმებულად. სანდრომ აგვიხსნა რეგულაციები გამოსაცდელი ვადის, კონკურენციის აკრძალვის, ოვერთაიმ მუშაობის და "გარდენ ლივის" გარშემო. ვრცლად განვიხილეთ რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევს დამსაქმებელს თანამშრომლის სამსახურიდან გასაშვებად.
Show more...
3 years ago
1 hour 56 minutes 49 seconds

ტექ თოქი
ბლოკჩეინი
სტუმრები: შოთა ღვინეფაძე - თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული დეკანი, აკაკი მამაგეიშვილი - უფროსი მკვლევარი ETH Zürich-ში. ავღწერეთ გზა დისტრიბუციულიდან დეცენტრალიზებულ სისტემებამდე. რა არის და როგორ გაჩნდა Proof of Work-ის საჭიროება. როგორ ხდება ქსელის გაყოფასთან გამკლავება. არსებული ბლოკჩეინ გადაწყვეტების გამოყენება და ტექნიკური მახასიათებლები. ვისაუბრეთ სმარტ კონტრაქტებზე და გამოყენების მაგალითებზე. განვიხილეთ რამდენად რეალურად დეცენტრალიზებულია პოპულარული ბლოკჩეინები და რამდენად არიან შემმუშავებლების გავლენის ქვეშ.
Show more...
3 years ago
1 hour 29 minutes 50 seconds

ტექ თოქი
Engineering Management
თუ დეველოპერების მართვა გაინტერესებთ, ეს პოდკასტი თქვენთვის არის. 🔥 ჩვენი სტუმარია, გუგლის ტექ ლიდი და ინჟინრების მენეჯერი, გია დათუაშვილი. გია უკვე 25 წელზე მეტია სილიკონ ველზე მოღვაწეობს. მუშაობდა Siebel System-ში (ამჟამად ორაკლის ნაწილია) და ბოლო 16 წელია გუგლის თანამშრომელია. განვიხილავთ: ⚡️ როგორია ერთი სამუშაო დღე ინჟინერების მენეჯერის ცხოვრებაში? ⚡️ როგორ ახერხებენ სასურველი შედეგების მიღებას დეველოპერებისგან მსოფლიოს წამყვან ტექ კომპანიებში? ⚡️ რა გზა უნდა გაიაროს ინჟინერმა სანამ მენეჯერი გახდება? ⚡️ როგორ ხდება ინჟინრების ნამუშევრის შეფასება? ⚡️ რა გავლენა იქონია პანდემიამ მენეჯერების სამუშაოზე? ამ და სხვა საინტერესო თემებს, ამ ეპიზოდში მოუსმენთ.
Show more...
3 years ago
1 hour 58 minutes 10 seconds

ტექ თოქი
DevOps
სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ დევოპსზე და კონკრეტულად დევოპსზე საქართველოში. განვიხილეთ როგორ უწევთ კომპანიებს ტრანსფორმაცია დევოპსის პრინციპების დასანერგად და რა სარგებელს პოულობენ ამაში. შევეხეთ განათლებას და ქართულ დევოპს ღონისძიებებს. სტუმრები: ერეკლე მაღრაძე (DevOps Georgia-ს თანადამფუძნებელი) და ნინო გვაზავა (CEO, HT Solutions).
Show more...
3 years ago
1 hour 31 minutes 49 seconds

ტექ თოქი
Singular Exit
სინგულარი Flutter Entertainment-მა შეიძინა რაც ქართულ სტარტ-აპ ეკოსისტემაში ერთ-ერთი უდიდესი გარიგებაა. კომპანიის CEO, გიორგი შამუგია, მოგვიყვა როგორ მიმდინარეობდა შეთანხმების პროცესი და რა ელის სინგულარს ახალი მფლობელის ხელში. ასევე შევეხეთ ამ ყველაფრის გავლენას ქართულ სტარტ-აპ გარემოზე და განვიხილეთ ზოგადი პრობლემები.
Show more...
3 years ago
1 hour 14 minutes 21 seconds

ტექ თოქი
ინფრასტრუქტურის ზრდა
საუბარი Zalando-ს Apps Engineering-ის უფროს, ვალენტინ გოგიჩაშვილთან. ვისაუბრეთ მის განვლილ კარიერაზე თბილისიდან გერმანიამდე. ვალენტინი Postgres-ს ექპერტია, განვიხილეთ ეს მონაცემთა ბაზა და მისი გამოყენება Zalando-ში. როგორც გამოცდილმა ინჟინრების მენეჯერმა, მოგვცა საინტერესო რჩევები.
Show more...
4 years ago
2 hours 11 minutes 32 seconds

ტექ თოქი
გაზვიადებული ტექ თოქი
ზვიადი პირველი ქართველი იყო ვინც MIT-ის ბაკალავრიატი დაამთავრა. ეპიზოდში მიმოვიხილეთ მისი ჩართულობა სასკოლო ოლიმპიადებში, სწავლა MIT-ში, Dropbox-ში გატარებული წლები და კარიერა Principal Engineer-მდე, ასევე ზვიადის დაინტერესება ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით და ამჟამინდელი საქმიანობა. პოდკასტი ჩაიწერა 2020 წლის 20 ივნისს და პირდაპირ ეთერში გადაიცა Facebook-ზე.
Show more...
4 years ago
3 hours 10 minutes 43 seconds

ტექ თოქი
ღია ბანკინგი
საუბარი მიხელი კაპანაძესთან (ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი). მიხეილმა მოგვიყვა ღია ბანკინგის ტექნიკური დეტალები. განვიხილეთ ვის რა სარგებელს მოუტანს მომავალში.
Show more...
4 years ago
2 hours 9 minutes 38 seconds

ტექ თოქი
ბიოინფორმატიკა, mRNA და ვაქცინები
დავით მანაგაძე, კალიფორნიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, მოგვიყვა ბიოინფორმატიკის შესახებ. აგვიხსნა რა არის RNA, mRNA და როგორ მუშაობენ თანამედროვე ვაქცინები.
Show more...
4 years ago
3 hours 36 seconds

ტექ თოქი
ვრცელი საუბრები სხვადასხვა ტექნიკურ თემაზე, ტექნოლოგიებზე მომუშავე ქართველებთან.