
ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ეწყინებათ ამას თუ ვიტყვი, მაგრამ რომ არა პროფესიონალური თერაპია, ძალიან გამიჭირდებოდა ყოველდღიურობით ტკბობა. არ ვაკნინებ მეგობრებისა და ოჯახის როლს. მათი უპირობო სიყვარული რომ არა, საერთოდ არ მეყვარებოდა ჩემი თავი, მაგრამ თერაპია, როგორც ამ ეპიზოდშიც მოისმენთ, ვერსადროს ჩაანაცვლებს მეგობრებთან და მშობლებთან საუბარს. როგორც ანტიბიოტიკი სჭირდება ინფექციის დამარცხებას, ისე გვჭირდება კლინიკური ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი ჩვენი ტრავმებისა და გაუფლიტრავი ფიქრებისგან თავის დაღწევა რომ შევძლოთ.
პოდკასტის ამ ეპიზოდის მომზადებისთვის მადლობას ვუხდი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის დეპარტმენის ადმინისტრაციას, ასევე პროფესორ დონალდ ბარტლოუს, და ჩემს მეგობარს და კოლეგას, ასევე ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ქართველ სტუდენტს თეონა გოდერძიშვილს, რომელმაც ჩემი სტუმრის ინტერვიუ დაუზარელად გაახმოვანა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რჩევები და ისტორიები ეფუძნება ინდივიდუალურ გამოცდილებას, და არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც იმავე გამოცდილებას გაივლით თუკი დოქტორანტი გახდებით. ასევე გაფრთხილებთ, რომ ეპიზოდში ნახსენებია სუიციდის შემთხვევა.