ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ეწყინებათ ამას თუ ვიტყვი, მაგრამ რომ არა პროფესიონალური თერაპია, ძალიან გამიჭირდებოდა ყოველდღიურობით ტკბობა. არ ვაკნინებ მეგობრებისა და ოჯახის როლს. მათი უპირობო სიყვარული რომ არა, საერთოდ არ მეყვარებოდა ჩემი თავი, მაგრამ თერაპია, როგორც ამ ეპიზოდშიც მოისმენთ, ვერსადროს ჩაანაცვლებს მეგობრებთან და მშობლებთან საუბარს. როგორც ანტიბიოტიკი სჭირდება ინფექციის დამარცხებას, ისე გვჭირდება კლინიკური ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი ჩვენი ტრავმებისა და გაუფლიტრავი ფიქრებისგან თავის დაღწევა რომ შევძლოთ.
პოდკასტის ამ ეპიზოდის მომზადებისთვის მადლობას ვუხდი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის დეპარტმენის ადმინისტრაციას, ასევე პროფესორ დონალდ ბარტლოუს, და ჩემს მეგობარს და კოლეგას, ასევე ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ქართველ სტუდენტს თეონა გოდერძიშვილს, რომელმაც ჩემი სტუმრის ინტერვიუ დაუზარელად გაახმოვანა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რჩევები და ისტორიები ეფუძნება ინდივიდუალურ გამოცდილებას, და არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც იმავე გამოცდილებას გაივლით თუკი დოქტორანტი გახდებით. ასევე გაფრთხილებთ, რომ ეპიზოდში ნახსენებია სუიციდის შემთხვევა.
ამ ეპიზოდის სტუმრებად თამთა ხალვაში და ანნა ძიაპშიპა შევარჩიე. თამთა ანთროპოლოგია და ახლა ნიუ-იორკის შტატში, ითაკაში, კორნელის უნივერსიტეტში ერთწლიანი კვლევითი ფელოუშიფის მონაწილეა. ანნა დოკუმენტური კინოს წარმოებას ასწავლის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის პროგრამის სტუდენტებს თბილისში. სამივეს Fulbright-ის გამოცდილება გვაერთიანებს. სამივე სხვა და სხვა დროს ვიყავით ამ პროგრამის მონაწილეები, თუმცა როგორც ჩანს, ზუსტად Fulbright-მა გაგვიხსნა ყველაზე ფართო ხედი ამერიკაზე დაკვირვებისთვის. როდესაც ჩემი გულწრფელი აზრების და გამოცდილებების საჯაროდ გაზიარებაზე ვფიქრობდი, მინდოდა ისეთი ადამიანები შემომეკრიბა გარეშემო, რომლებიც გამიგებდნენ, და არ მეტყოდნენ "საქართველოში ცხოვრებას ყველგან ცხოვრება ჯობია", ან "...კარგი რა, რას წუწუნებ, ამერიკაში ხარ?!." თამთასგან და ანნასგან ამ განსჯას არ ველოდებოდი. უფრო მეტიც, ვიცოდი იმაზე საინტერესო დაკვირვებების გაზიარება შეეძლოთ, ვიდრე მე დავაგაროვე სამ წელში.
პოდკასტი 2023 წლის იანვარში ჩავწერეთ, ზუმის პლატფორმაზე. მონტაჟის ავტორი მე ვარ, და ამას საკმაოდ შეზღუდული დროის და ტექნიკური რესურსების პირობებში ვაკეთებ, ამიტომ მომიტევეთ მცირე ხარვეზებს თუ აღმოაჩენთ.
როგორც ყოველთვის, მადლობას ვუხდი Georgia State University-ის კომუნიკაციების დეპარტმენტს და პროფესორ ბარტლოუს ტექნიკური და პროფესიული ხელშეწყობისთვის.
პოდკასტის მეორე სეზონის გახსნა ამერიკაში სადოქტორო პროგრამის პირველი წლის დასრულებას დავამთხვიე. დაუჯერებელია, მაგრამ ამ რთული გზის 25% ოფიციალურად გავლილია. ამ ეპიზოდში ვსაუბრობ როგორ მოვემზადე სადოქტორო პროგრამის აპლიკაციისთვის ამერიკულ უნივერსიტეტში, და იმაზეც, თუ რატომ ჯორჯიის შტატი. რჩვების გაზიარებაში კიდევ ერთი ქართველი დოქტორანტი, ანა მაზმიშვილი მეხმარება. ანა და მე ერთად ვცხოვრობთ, ატლანტის შუაგულში, ამერიკის სამხრეთის მეტროპოლისში, და ატმების შტატში, როგორც აქ ჯორჯიას ეძახიან. ანა ეკონომიკის მიმართულებით სწავლობს, მე კომუნიკაციის ფილოსოფიას ვიკვლევ. მომდვენო ეპიზოდებში სადოქტორო ცხოვრების აკადემიურ და არააკადემიურ გამოცდილებებს გაგიზიარებთ, მაგრამ მანამდე დავიწყოთ იმით, თუ როგორ მოვხვდი იქ, სადაც ახლა ვარ.
პოდკასტი ჩაწერილია 2023 წლის აპრილში, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ კამპუსზე, კომუნიკაციების დეპარტამენტის მხარდაჭერით და პროფესორ დაგლას ბართლოუს ხელმძღვანელობით.
ეპიზოდის ფოტოსთვის მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ეკა მაღალდაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ ატლანტაში მესტუმრა და მთელი წლის სამყოფი ფოტოები გადამიღო :)
ისიამოვნეთ და მომწერეთ შთაბეჭდილებები!
Why Volunteering? Because:
🌐 It makes you a better person
🌐It brings you to the problem-solving table
🌐It helps your career
👦🏾👩🏼 In this episode, I hosted Fatim Ibrahima Yaro, a Fulbright graduate student at the University of Southern Indiana. Originally from Burkina Faso (West Africa), he is a volunteering coordinator at the USI's international office. Fatin and I, we both arrived in Evansville for our studies on the same day. We sat down and discussed what's the portion of volunteering impact on international student life and what local communities gain out of accepting the help from international people. There are many other useful points about volunteering.
🐶Madison and I are friends since this past October (2019). From the moment we shared some words in a beautiful mountain complex in Arkansas, we knew that this friendship would be always a comfortable and positive experience for both of us. But I invited her today not only because she is my friend and an interesting individual, but mostly because, she has the most interesting job in the world. Three years ago she started working as a dog walker. When she shared this information about her, It moved me, but of course, I tried to keep this confusion and excitement with me. The reason for my confusion is the different cultural perspective, Madison and I, look at her job. In my country, animals are not really welcomed, that breaks my heart and brings a lot of embarrassment as one of the representatives of my culture, thus, nobody even cares to pay for dog walking service back home. So, my confusion was a mixture of embarrassment, "wait, what?" moment and excitement. And, here were are, 4 months after this cultural shock, I invited Madison at the studio to talk about the dog walking as a job.
Thanks to Madison, I have her picture with her two dogs those she owns and takes care of.
👧🏻 ამერიკაში წამოსვლაზე არა, მაგრამ რუმმეითთან ცხოვრებაზე ყოველთვის ვოცნობებოდი. ისე მოხდა, რომ ამერიკაში ჩამოვედი, თუმცა ოცნება არ ამიხდა, კამპუსში ცხოვრების პირველმა წელმა თანამობინადრის გარეშე ჩაიარა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ მეორე წელს ისევ საწუწუნოდ მექნებოდა საქმე. რის გამო? რუმმეითების გამო. ამ ეპიზოდში თავი მოვუყარე ჩემს ისტორიებს ინდონეზიელ, ამერიკელ და იაპონელ რუმმეითებთან გატარებული თვეების შემდეგ. რამდენიმე რჩევესაც გიზიარებთ ჩემს მეგობარ სანდროსთან ერთად, რომელიც ასევე ფულბრაითელია, ოღონდ ტეხასის შტატში სწავლობს და ჩემგან განსხვავებით თანამობინადრეებთან ცხოვრების შესაშური გამოცდილება აქვს.
👧🏻რუმმეითი/ფლეთმეითი/სუითმეთი - ამერიკული შესატყვისია ადამიანისა, რომელიც ჩვენი ოჯახის დროებით წევრი ხდება, მაშინ როცა ნამდვილ ოჯახს ვტოვებთ და საცხოვრებლად/სასწავლებლად საზღვრებს გარეთ მივემგზავრებით.
👦🏻 სტუმარი: ალექსანდრე ხუნჯუა ( ფულბრაითს 2018-2020 წლის პრორაგმის მონაწილე)
რა ხდება ჩემს თავს?
👩🏽🎓 სამი თვე და 12 დღე მრჩება უნივერსიტეტის დამთავრებამდე. რას ვაკეთებ? მაქსიმუმს ვიღებ პროგრამისგან და ვიყენებ იმ 18 თვიან პერიოდს, როცა შემიძლია ვიპოვო დამსაქმებელი, რომელიც უზრუნველმყოფს იმდენი ანაზღაურებით რომ, სულ მცირე, ბინის და კვებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვა შევძლო. მარტივად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში მიზნის მისაღწევად ახალი სალომეს შექმნა მიწევს, სამსახურის მაძიებლის, რომელსაც არც ჟურნალისტიკის ხუთწლიანი გამოცდილება, არც ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომი აქვს. ანუ პრაქტიკანად მუშაობისთვის ვემზადები, რაც ბუნებრივია, მაგრამ მარტივი გასააზრებელი ნამდვილად არაა.
👱🏾♀️ პოდკასტის მეორე სეზონი სამსახურის ძიების სტრატეგიებით გავხსენი. ამასობაში ნიუ-იორკიდან ფულბრაითის 2017 წლის კურსდამთავრებული მარიამ ბეგიაშვილი შემომიერთდა და ერთმანეთს ის შიშები და ბრძოლის სტრატეგიები გავუზიარეთ, რომელიც მიზნის მიღწევას გაგვიადვილებს ამერიკაში სამსახურის ძიების გზაზე.
სტუმარი: მარიამ ბეგიაშვილი
🍁J1-ის მერვე ეპიზოდში გიყვებით ნეკერჩხლის სიროფის ისტორიას. ვოლმარტში შემთხვევით შემოყიდული ძვირიანი სიროფი ჩემი და მარიამის ბედნიერების წყარო და შემოქმედებითი წერის მუზა გახდა.
🎭 გიყვებით არკანზასში გამართულ პერფორმანსის ფესტივალზე, საიდანაც წინა კვირას დავბრუნდი.
👉🏿სერიის მეორე ნაწილში კი ჩემი მეგობრის, ჟან-მარის ისტორია გელოდებათ. ჟან-მარის დამსახურებით დავიჯერე რომ 10 კილომეტრის გარბენა შესვენების გარეშე შემიძლია. მისი ისტორია კენიიდან იწყება, ზიმბაბვეს ლტოლვილთთა ბანაკში ცხოვრებით გრძელდება, რასაც მოჰყვა სრული დაფინანსება გაეროს ლტოლვილთა პროგრამის ფარგლებში. ამ პროგრამით ის სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტში კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამაზე სრული დაფინანსებით მოხვდა.
ჯანსაღი კვების რეჟიმი თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანია ამერიკაში სწავლისას, როგორც დავალებების მომზადება და ლექციაზე რეგუალური დასწრება. ამის მიუხედავად, სტუდენტობის პერიოდი ყველაზე სარისკო ეტაპია წონის მატების და ამით გამოწვეული დაავადებების განვითარების თვალსაზრისით. სტრესი და მარტო ცხოვრება ალბათ ორი მთავარი ფაქტორია, რის გამოც სტუდენტები კოლეჯის პერიოდში ე.წ. "ჯანქ" საკვებს ირჩევენ. მე და კიდევ ერთი ფულბრაითელი, მარიამ გამდლიშვილი ჩვენი კამპუსის სტუდიაში ჩამოვჯექით და ვყვებით ბრძოლაზე, რომელიც კამპუსიდან იწყება, ამერიკის ყველაზე მასშტაბურ სასურსათო-სავაჭრო ქსელში ვოლმარტში გრძელდება და, რა თქმა უნდა ჩვენი გამარჯვებით, ჩვენსავე სამზარეულოში სრულდება. ქართველები ვართ და აბა ისე როგორ.
ამავე სერიაში დავამატე ახალი რუბრიკა - საერთაშორისო სტუდენტური ისტორიები. პირველი სტუმარი ტუნისელი დონია ჰამადია. მის ისტორიას სერიის ბოლოს მოისმენთ.
სტუმრები:
"ინგლისურზე დავდივარ" - ჩემს ბავშობაში ყველაზე პოპულარული ფრაზა იყო. მაშინ რაღაც გარდაუვალ აუცილებლობად იქცა ინგლისური ენის შესწავლა. ამით ბევრი ფული იშოვა ყველამ, ვისაც ყოფილი უცხო ენების ინსტიტუტში ჰქონდა გაანთლება მიღებული ინგლური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. იმის მიუხედავად, რომ ინგლისურს მეცხრე კლასიდან ვსწავლობ, ამერიკაში სამაგისტრო პროგრამის შესასწავლად ჩამოსული, დღემდე ქართული ინგლისურით ვლაპარაკობ. მიზეზები ნაწილობრივ ამოვხსენი; ნაწილს ალბათ მომავალი გამოწვევები ამომახსნევინებს. პოდკასტის ამ სერიაში სტუმრად მოვიწვიე ჩემი უნივერსიტეტის ინგლუსური ენის ინტენსიური პროგრამის დირექტორი, პროფესორი ემილია ზლატკოსვკა. ერთად ვიხსენებთ საუნივერსიტეტო ცხოვრების პირველ ბარიერებს, როცა იძულებეული ხარ წერო, იკითხო და ილაპარაკო უცხო ენაზე. ემილიამ კარგად იცის რა გამოწვევაა ინგლისურის სწავლა არაინგლისურენოვანი სტუნედეტბისთვის, ამიტომ ოქროს რჩევებს იძლევა და ყურადღებით მოუსმინეთ.
In this episode, I am hosting Dr. Emiijia Zlatkosvka, director of the Intensive English Program at the University of Southern Indiana. As we both are non-native speakers, our conversation tackles the strugle and best strategies to cope with language learning and academic work in the non-native language enviroment. Even though I took TOEFL, IELTS and GRE before coming to the United States, I am still strugling as in academic writing as public speaking. While recalling our personal strugle, we hope, this episode will give you some courage and confidence on the way to English learning.
Guest: Dr. Emilija Zlatkovska
ამ სერიაში მოისმენთ ბევრ დეტალს სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტის, ფულბრაითის სტიპენდიის, ინდიანას შტატის, ევანსვილის (ქალაქი, რომელშიც ამ ეტაპზე ვცხოვრობ), ჩემი გამოცდილების, ინტერესებისა და შიშების შესახებ.