
შფოთვის "მექანიზმი" იმისთვის შეიქმნა, რომ საფრთხეებისგან დაგვიცვას და რესურსების მობილიზებაში დაგვეხმაროს. როცა ანტილოპა ხარ და მტაცებელს გაურბიხარ, კარგია, თუ გული გიჩქარდება, ფოკუსი გივიწროვდება და სუნთქვა გიხშირდება. თუმცა რა უნდა ვქნათ, როცა იგივე მექანიზმი იპოთეკურ სესხზე ან მოახლოებულ შეხვედრაზე ფიქრისას გვიაქტიურდება? რატომ ვშფოთავთ და როგორ შეიძლება, ნაკლები ვიშფოთოთ. ამ თემაზე წამყვანები ფსიქოლოგ ანა ღვინიანიძესთან ერთად საუბრობენ.