
ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის - ჯორდან პიტერსონის სალექციო კურსის "პიროვნება და მისი ტრანსფორმაციები" პირველი ლექცია.
შესავალ ლექციაში საუბარია პიროვნების ფსიქოლოგიის საფუძვლებზე, მის მეცნიერულ და მორალურ-ფილოსოფიურ ასპექტებზე. რა არის პიროვნება? როგორ იქმნებოდა დიდი ხუთეულის მოდელი? აქვს თუ არა სიცოცხლეს სიუჟეტი და რა არის ფსიქოანალიზის ქვაკუთხედი?
ლექცია წაკითხულ იქნა 2017 წელს ტორონტოს უნივერსიტეტში და წარმოადგენს ინტერესის სფეროს, როგორც დარგის სპეციალისტებისათვის, ასევე ზოგადად ფსიქოლოგიითა და კონკრეტულად პიროვნების ფსიქოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისათვის.
ჯორდან პიტერსონი მიიჩნევა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპეციალისტად კლინიკურ ფსიქოლოგიასა და ზოგადად სამეცნიერო სამყაროში. ის უპირისპირდება რადიკალურ იდეოლოგიებს და ეწევა აქტიურ მუშაობას მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით.