
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვე დარჩა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება საარჩევნო პროგრამებსა თუ პოლიტიკურ ხედვებში, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. რამინ მაჭარაშვილი და თომა კაკაბაძე, ღია პოდკასტის რიგით მე-5 ეპიზოდში, წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ და მიმოიხილავენ მის სხვადასხვა ასპექტს: პარტიებსა და შშმ პირებს კომუნიკაციას, პარტიულ პროგრამებს, შშმ პირთა მონაწილეობის ხარისხს, რუსული კანონპროექტის ინიცირებას და მის სამომავლო შედეგებს. --- Პოდკასტი - "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. #ღიაპოდკასტი