
🟣 დამოუკიდებელი ცხოვრება, ჯანდაცვის სერვისები, გარემოს ხელმისაწვდომობა, საზოგადოების დამოკიდებულება, დასაქმება, განათლების მიღების შესაძლებლობა, პირადი ცხოვრება - ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საუბრობენ რიგით მე-4 ღია პოდკასტში ივდო და სოფო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითზე.
---
🔎 Პოდკასტი "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.