
🎙️ რიგით მე-2 ღია პოდკასტში, თათო და ნონა საუბრობენ იმ მიდგომებზე, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით, ფართოდაა გავრცელებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს პოდკასტი საახალწლო პერიოდშია, რადგან, მიდგომების ნაწილის მიხედვით, შშმ პირი მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი დახმარების მიმღებ ბენეფიციარად განიხილება და მას განვითარების საშუალებას არ აძლევს.
---
🔎 Პოდკასტი "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, რომელსაც ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.